კომპანია “აი–ბი–ესი“ (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში უკვე 6 წარმატებული წელია მოღვაწეობს და თანამედროვე ბიზნესს მართვისა და აღრიცხვის ავტომატიზირებულ სისტემებს სთავაზობს.
“აი–ბი–ესი“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის ოფიციალურ, სერტიფიცირებულ პარტნიორს წარმოადგენს და მისი პროგრამის პლატფორმის გაქართულებასა და ლოკალიზაციაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.
კომპანია საქართველოს ბაზარზე მოღვაწე ბიზნეს ერთეულებს “1C”-ის პროდუქტების ბაზაზე შექმნილ პროგრამულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა ერთ–ერთ უმთავრეს უპირატესობას მათი მოქნილობა წარმოადგენს. ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლებელია მოერგოს კონკრეტული კლიენტის მოთხოვნებს და ფუნქციონალურად გაფართოვდეს ორგანიზაციის ზრდასთან ერთად. გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასშტაბის კომპანიისთვის და მოსახერხებელია იმ ბიზნეს ერთეულებისათვის, რომელთაც სურთ ისარგებლონ ავტომატიზაციის ერთიანი სისტემით, რადგან “აი–ბი–ეს”–ის პროგრამული პროდუქტები ერთმანეთთან დაკავშირებულია და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება.
პროგრამული პროდუქტების შემუშავებისა და დანერგვის გარდა, კომპანია “აი–ბი–ესი” მუდმივად ახორციელებს კლიენტი კომპანიების კადრების სწავლებასა და სერტიფიცირებას “1C”-ის მიერ ავტორიზებულ სასწავლო ცენტრში, რომელსაც კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.
“აი–ბი–ეს”–ის წინსვლას მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, მოქნილი პროგრამული პროდუქტები, სწორი ბიზნეს–ხედვა და განხორციელებული პროექტების შედეგზე ორიენტირება განაპირობებს. კომპანია “აი–ბი–ეს”-ს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციებში განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი და ჰყავს 2000–ზე მეტი მომხმარებელი საქართველოს მასშტაბით.
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions