მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსი კომპანიას საშუალებას აძლევს ერთნაირი წარმატებით განახორციელოს როგორც ტიპიური, ისე სპეციფიური პროექტები და 1C-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებები მოარგოს კონკრეტული კომპანიის ბიზნეს პროცესებს.
“აი–ბი–ესი“ საქართველოში 1C-ის საიმედო პარტნიორია. კომპანიის თანამშრომელთა გუნდს შეუძლია გადაჭრას ნებისმიერი სირთულის ამოცანა, შემოგთავაზოთ პროგრამული პროდუქტის ოპტიმალური შერჩევა, ავტომატიზაციის სისტემის პროექტირება და დანერგვა, ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა.
პროფესიონალებთან მუშაობა პროექტის წარმატების უმთავრესი გარანტია.
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions