კომპანია “აი–ბი–ესი”, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში, დაარსდა 2004 წელს ერთ–ერთი მსხვილი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "თი–ემ–სი"–ს ("თბილისის მენეჯერები და კონსულტანტები") მიერ, რომელიც 2009 წლის 1 აპრილიდან აუდიტური კომპანიების საერთაშორისო ქსელის BDO International-ის წევრი გახდა და ამავე თარიღიდან "ბიდიოს " სახელით ფუნქციონირებს.
2004 წელს კომპანია “აი–ბი–ეს”–სა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ რუსეთის ბაზრის ლიდერ კომპანია "1C" –ს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამავე წელს “აი–ბი–ეს”–მა “1C”-ის პროგრამული გადაწყვეტილების პლატფორმის გაქართულებასა და ლოკალიზაციაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. პირველი წარმატებული პროექტი “აი–ბი–ეს”–მა 2005 წელს განახორციელა და მას შემდეგ, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
2006 წელს “აი–ბი–ესი” ჯიბის პერსონალური კომპიუტერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი რუსული კომპანია “აგენტი პლუსის” პარტნიორი გახდა, ხოლო 2008 წელს მისი პროდუქტის გავრცელებასა და რეალიზაციაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. "აგენტი პლუსის" პროგრამა თავსებადია "1C"-ის პროგრამულ გადაწყვეტილებასთან "IBS დისტრიბუცია" და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება.
2008 წლის ბოლოს “აი–ბი–ეს”–ს კომპანია “1C-ბიტრიქსის“ ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიენიჭა, რის შედეგადაც კომპანია თავის კლიენტებს პროგრამული პროდუქტების გარდა, ვებ–გადაწყვეტილებებსაც სთავაზობს. მათ ბაზაზე კომპანია "აი–ბი–ეს"–ი წარმატებით ახორციელებს ვებ–გვერდებისა და ინტრანეტ პორტალების შემუშავებას.
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions