"ჩვენი კომპანიის ერთ–ერთ უმთავრეს უპირატესობას მაღალი კლასის სპეციალისტების გუნდი წარმოადგენს. "აი–ბი–ესი" ეს არის კომპანია, სადაც შეიძენთ ყველაზე ძვირფას აქტივს–ცოდნას და საშუალება მოგეცემათ ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად და ექსპერტებად. "აი–ბი–ესი"-ის წარმატება განისაზღვრება თანამშრომელთა კრეატიულობით, გუნდში მუშაობისა და მათ მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარით. ბიზნესში არ არსებობს მაგიური ფორმულები და იმისათვის, რომ კლიენტებმა არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერონ, ყოველდღე უნდა მოვიპოვოთ მათი ნდობა და პატივისცემა."

ლევან მკლავიშვილი
კომპანია "აი–ბი–ეს"-ის გენერალური დირექტორი

“აი–ბი–ესი” მუდმივად ზრუნავს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. კომპანიის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა რუსეთსა და უკრაინაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები გაიარა და "1C სპეციალისტისა" და "1C პროფესიონალის" სერტიფიკატები მიიღო. სწორედ ამიტომ კომპანიას შეუძლია თავის კლიენტებს არამხოლოდ ტიპიური პროგრამული პროდუქტები, არამედ მათ სპეციფიკასა და მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

მუშაობის 6 წლიანმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა შეემუშავებინა ეფექტური სისტემა, რომელიც თანამშრომლებს განვითარებისა და პროექტების წარმატებით განხორციელების საშუალებას აძლევს. კომპანიის გუნდის ეფექტური მუშაობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმისადმი ერთგულება, პროფესიონალიზმი და ძლიერი ხედვა თქვენი ბიზნესის წარმატების მტკიცე გარანტია.





პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.