პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ცნობილი რუსული კომპანია “1C” დაარსებულია 1991 წელს. მრავალრიცხოვანი გამოკითხვების შედეგად, იგი რუსული კომპიუტერული ინდუსტრიის სოფტვერულ სექტორში პირველ ადგილს იკავებს.

 “1C” მომხმარებელთან დსთ–ს კომპიუტერული ბაზრის ყველაზე მძლავრი პარტნიორული ქსელის მეშვეობით მუშაობს. კომპანიას რეგიონის 600–ზე მეტ ქალაქში 10 000–ზე მეტი მუდმივი პარტნიორი ჰყავს. „1C“ თავის მომხმარებელს არამხოლოდ სხვადასხვა პროფილის საწარმოების ავტომატიზაციის სისტემებს, საბუღალტრო გადაწყვეტილებებსა და კადრების მართვის პროგრამებს, არამედ საგანმანათლებლო სფეროსთვის განკუთვნილ პროგრამულ პროდუქტებსა და კომპიუტერულ თამაშებს სთავაზობს.

კომპანიას 700–ზე მეტი თანამშრომელი და რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში 17 წლიანი, წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვს.

ცენტრალური ოფისი:
რუსეთი, მოსკოვი, სელეზნოვსკაიას ქ. 21
ტელ: (495) 737 -92-57
ელ–ფოსტა: 1C@1c.ru
საიტი: www.1c.ru


"აგენტი პლუსი", რომელიც  ჯიბის პერსონალური კომპიუტერებისა და მონაცემთა მოკრების მობილური ტერმინალებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას  აწარმოებს, 2004 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად მიმართულებას მობილური ვაჭრობის ავტომატიზაცია წარმოადგენს. “აგენტი პლუსის” სპეციალისტების მიერ შექმნილი უმთავრესი პროგრამული პროდუქტია “ავტომატიზაციის მობილური სისტემა "აგენტი +”, რომელიც სავაჭრო აგენტებისთვის არის განკუთვნილი.  ამ დროისათვის აღნიშნული  პროგრამული გადაწყვეტილება წარმატებით გამოიყენება  საქართველოში, უკრაინაში,  რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიასა და მოლდოვაში.

“აგენტი პლუსის” ოფიციალური ინფორმაციით, 2006–2008 წლებში, კომპანიამ მობილური ვაჭრობის ავტომატიზაციის პროგრამების მწარმოებელთა შორის, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები აჩვენა.

"აგენტი პლუსის" წარმატებულ საქმიანობას მოწმობს კლიენტთა ვრცელი ჩამონათვალი, გაყიდვების მაღალი რეიტინგი, ფირმის საიმედო იმიჯი და ფართო პარტნიორული ქსელი როგორც რუსეთის ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ცენტრალური ოფისი:
რუსეთი, მოსკოვი, პერერვას ქ. 43, ოფისი 8ა.
ტელ: (495) 500-66-31
ელ–ფოსტა: moscow@agentplus.ru
საიტი: www.agentplus.ru


“1C-Bitrix“ ფირმების – “1C”–ისა და  Bitrix  -ის მიერ შექმნილი ერთობლივი კომპანიაა, რომელიც ვებ–მიმართულების განვითარებისა და ახალი ინტერნეტ–გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით შეიქმნა.

“1C-ბიტრიქსს“ რუსეთსა და დსთ–ს ქვეყნებში 3000–ზე მეტი პარტნიორი ჰყავს. გარდა ამისა, კომპანია დილერთა ქსელის ტექნიკური პარტნიორია, რომელიც დიზაინ–სტუდიებსა და კერძო პირებს საკუთარი პროგრამების რეალიზებისათვის 1C-Bitrix -ის პროდუქტების გამოყენების საშუალებას აძლევს.

1C-Bitrix წარმატებით თანამშრომლობს რუსეთის, დსთ–ს, ბალტიისპირეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან. კომპანიის კლიენტები არიან სახელმწიფო სტრუქტურები, მსხვილი საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები და არაკომერციული ორგანიზაციები.

ცენტრალური ოფისი:
რუსეთი, მოსკოვი, სელეზნევსკაიას ქ. 34
ტელ: (495) 775-26-18
ელ–ფოსტა:
info@1c-bitrix.ru
საიტი: www.1c-bitrix.ru


„კასპერსკის ლაბორატორია“ ევროპაში ვირუსების, სპამისა და ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვის სისტემების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას ცენტრალური ოფისი (ქ. მოსკოვში) და ხუთი რეგიონალური წარმომადგენლობა აქვს, რომელთა მეშვეობითაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე იაპონიასა და აზია–წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებში ლოკალური წარმომადგენლობებისა და პარტნიორების საქმიანობის მართვა ხორციელდება.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ პარტნიორთა ქსელი მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში 700–ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს. კომპანია უკვე 11 წელია წარმატებით მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში მისი თანამშრომლების რიცხვი 15–ჯერ გაიზარდა.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ კლიენტები არიან: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო,   პოლონეთის ნაციონალური უსაფრთხოების ბიურო, საფრანგეთის განათლების სამინისტრო, Golden Telecom, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, BBC Worldwide (დიდი ბრიტანეთი), Telecom Italia Mobile, Faber-Castell (გერმანია), France Telecom და სხვა.

ცენტრალური ოფისი:
რუსეთი, მოსკოვი, ლენინგრადის პროსპექტი 47
ტელ.: (495) 797- 87-00
ელ–ფოსტა: sales@kaspersky.ru
საიტი: www.kaspersky.ru






პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.