კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია "აი–ბი–ეს"-ში. ჩვენი აზრით, ის არ ჰგავს არც ერთ იმ კომპანიას, რომლის შესახებაც გსმენიათ ან რომელშიც ოდესმე გიმუშავიათ. თუკი გაინტერესებთ ERP სისტემები, მოგწონთ რთული, მაგრამ საინტერესო სამუშაო და გსურთ გქონდეთ პროფესიული და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, მაშინ კომპანია "აი–ბი–ესი" თქვენი საუკეთესო არჩევანია.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას მაღალი კლასის სპეციალისტების გუნდი წარმოადგენს. "აი–ბი–ესი" ეს არის კომპანია, სადაც შეიძენთ ყველაზე ძვირფას აქტივს-ცოდნას და საშუალება მოგეცემათ ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად და ექსპერტებად.

თუ სამუშაოში მხოლოდ ფული გიზიდავთ, მაშინ ჩვენი კომპანია თქვენთვის არაა. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომელთა უმთავრესი მამოძრავებელი ძალა კომპანიასთან ერთად წარმატების მიღწევის სურვილი იქნება.

"აი–ბი–ესი"-ის წარმატება განისაზღვრება თანამშრომლების კრეატიულობით, გუნდში მუშაობისა და მათ მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარით. ბიზნესში არ არსებობს მაგიური ფორმულები და იმისთვის, რომ კლიენტებმა არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერონ, ყოველდღე უნდა მოვიპოვოთ მათი ნდობა და პატივისცემა.

თქვენთვის კომპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, ჩვენ შევქმენით კოდექსი, რომელიც "აი–ბი–ესი"-ის მისიისა და ხედვის, ასევე ფასეულობებისა და ძირითადი წესების შესახებ მოგითხრობთ. ის იქნება თქვენი გზამკვლევი, რომელიც უსათუოდ გამოგადგებათ.

კოდექსის გაცნობის შემდეგ, გაანალიზეთ და დაფიქრდით რამდენად ახლოსაა თქვეთან ეს პრინციპები და შეძლებთ თუ არა იცხოვროთ და იმუშაოთ მათ საფუძველზე. თუ აღმოაჩინეთ, რომ ამ ყველაფერს შეძლებთ, მაშინ ჩვენ მოხარული ვიქნებით მიგიღოთ ჩვენს გუნდში. გისურვებთ წარმატებებს!

ლევან მკლავიშვილი
კომპანიის გენერალური დირექტორი





პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.