ის, რასაც ჩვენ თანამშრომლისგან პირველივე სამუშაო დღიდან ვითხოვთ:

ლიდერობა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არც განყოფილების და არც ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი ხართ, პროექტის ან დავალების შესრულების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ უხელმძღვანელოთ მუშაობის პროცესს.

შეინარჩუნეთ ენთუზიაზმი, გაამხნევეთ თქვენი გუნდის წევრები, ავარჯიშეთ და განავითარეთ აუცილებელი უნარები დავალების წარმატებით შესასრულებლად.

ყოველთვის მოისმინეთ კოლეგების მიერ გამოთქმული ისეთი მოსაზრებები, რომელიც ჩვენი კომპანიის წინსვლას განაპირობებს. გაიზიარეთ კოლეგებთან როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა და გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ საშუალება გამოთქვათ საკუთარი აზრი.

გადაწყვეტილების მიღების დროს, დაუტოვეთ გარკვეული თავისუფლება დაქვემდებარებულებს. განსაზღვრეთ საბოლოო შედეგი, დასახეთ ამოცანის შესრულების გზები და მიეცით საშუალება, რომ მას თავად გაუმკლავდნენ.


პირადი პასუხისმგებლობა

თქვენ კომპანიის ნაწილი ხართ, ამიტომაც ნებისმიერ საკითხზე, რომელიც კომპანიას შეეხება, გარკვეული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.

რა ამოცანასაც არ უნდა ასრულებდეთ, დარწმუნდით, რომ ის უბადლოდ არის შესრულებული მაშინაც კი, თუკი თქვენამდე ამ ამოცანას თავს ვერავინ ართმევდა.

ჩვენ არ დავუშვებთ დაუდევარ დამოკიდებულებას საქმისადმი. ჩვენი გუნდი რადაც არ უნდა დაუჯდეს, მიისწრაფვის დასახული შედეგების მიღწევისაკენ.


პოზიტიური განწყობა და ენთუზიაზმი

თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი აქტიური და პოზიტიური უნდა იყოს. კონცენტრირება მოახდინეთ ყველაფერ იმის დადებით ასპექტებზე, რასაც აკეთებთ და რაც ხდება. იყავით კეთილმეგობრული, მზრუნველი და ხშირად გაიღიმეთ. ისწავლეთ პოზიტიურად აზროვნება და საუბრის დროსაც პოზიტიური ლექსიკით ისარგებლეთ. მართეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთან მოდის.

თუ თქვენ რამე არ მოგწონთ, შეცვალეთ იგი, თუ არ შეგიძლიათ შეცვალოთ, მაშინ შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება მისდამი. ნუ დაიჩივლებთ, ეძებეთ და იპოვეთ გამოსავალი.
პრობლემასთან შეჯახების დროს, ნუ დაკარგავთ დროსა და ემოციებს ბრალდებებსა თუ დაცვაზე. მიმართეთ თქვენი ენერგია შესაძლო გადაწყვეტის ძიებისაკენ.


კოლეგებთან დამოკიდებულება

გამოიჩინეთ გონიერება, პროფესიონალიზმი და სიმამაცე, რათა გულახდილად გამოთქვათ ის,  რასაც   სხვების მოსაზრებებთან დაკავშირებით ფიქრობთ. პატივი ეცით იდეებს, დახარჯულ ძალისხმევას, შესრულებულ სამუშაოს და გაგებით მოეკიდეთ სხვების პირად პრობლემებს. შენიშვნები მიიღეთ, როგორც თვითგანვითარებისა და სრულყოფის შესაძლებლობა. ნუ გაიმართლებთ თავს. იმუშავეთ გუნდში, რათა მაქსიმალურად ბევრი იდეისა და უნარის გამოყენებით, მიიღოთ საუკეთესო შედეგი.


საქმისადმი დამოკიდებულება

მუშაობის პროცესში აჩვენეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ. თუკი თქვენს წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას, მაშინ ის მთელი პასუხისმგებლობით უნდა შეასრულოთ და არა უბრალო ფორმალობისთვის.

იყავით ორიენტირებული შედეგზე და არა დახარჯულ ენერგიაზე ან შესრულების პროცესზე, გამოიყენეთ ყველა პროცედურა და ხელმისაწვდომი მასალები, რადგან ეს ჩვენი კომპანიის ეფექტურად მუშაობის გასაღებია.

ფოკუსირება მოახდინეთ გადაწყვეტილებებზე და არა პრობლემაზე.
შეათანხმეთ სასურველი შედეგი ჩვენი კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან, ისეთთან, როგორიცაა ჩვენი კლიენტების ლოიალობის მაღალი ხარისხის მიღწევა. მიაღწიეთ შედეგს მხოლოდ კომპანიის მუშაობის პრინციპების დაცვით.

ნებისმიერი დავალება მიიყვანეთ ბოლომდე და დარწმუნდით, რომ შედეგი ხელმისაწვდომია სხვებისთვის. გახსოვდეთ, შესრულებული სამუშაოს 95% დაკარგულია, თუკი სამუშაოს 5% არ შესრულდა.

შეკრების, ტრენინგების შემდეგ, ნუ მისცემთ თქვენს შენიშვნებს „მოძველების" უფლებას, დაუყოვნებლივ დაგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები და წამოჭერით ახალი იდეები.

შეინარჩუნეთ გონივრული ბალანსი სამუშაოსა და დასვენება/გართობას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყოველმხრივ განვითარებული ადამიანები, განვავითაროთ ჩვენი შიდა სამყარო, გავხდეთ უფრო უკეთესი ცხოვრების ყველა სფეროში, რადგან ჩვენ გვსურს საქმეში წარმატებას მივაღწიოთ და უბრალოდ, ვიყოთ საინტერესო ადამიანები.

ყოველდღე თქვენი განრიგი ისე შეადგინეთ, რომ დროის დიდი ნაწილი დახარჯოთ მნიშვნელოვანზე და არა იმაზე, რაც გადაუდებელია. არ ღირს უცებ გადაერთოთ მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტაზე, მოიქეცით გონივრულად და თუკი ეს აუცილებელია, გადახედეთ პრიორიტეტებს.



კლიენტებთან დამოკიდებულება

ჩვენი წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული მომსახურების იმ დონესთან, რომელსაც  ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ. ჩვენ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ მაშინ, როცა კლიენტები დარწმუნდებიან, რომ სწორედ ჩვენს მომსახურებას მოაქვს მათთვის წარმატება.

თითოეული ჩვენგანი მოწოდებული უნდა იყოს, რომ ემსახუროს კლიენტებს, რადგან ადამიანები მომენტალურად გრძნობენ თქვენს ემოციურ განწყობასა და მათდამი დამოკიდებულებებს. გადააჭარბეთ კლიენტის მოლოდინს, დახარჯეთ მათზე მეტი დრო და იმაზე მეტი შედეგი აჩვენეთ, ვიდრე ისინი ელიან.

ნუ დადებთ კლიენტთან მხოლოდ საქმიან შეთანხმებას, ააგეთ მასთან სანდო და პირადი ხანგრძლივი ურთიერთობა. გახსოვდეთ, რომ თქვენთან კონკრეტული ადამიანები იმუშავებენ და თქვენს მიერ გაწეული მომსახურებისადმი მათი დამოკიდებულება განსაზღვრავს პროექტის წარმატებას
.


კომპანიასთან დამოკიდებულება

პატივი ეცით თქვენს ხელმძღვანელებსა და პროექტის მენეჯერებს. როდესაც თქვენ ვინმესთან ურთიერთობთ, გახსოვდეთ, რომ თქვენს მაგალითზე მთელი კომპანიის შესახებ იმსჯელებენ. ასე რომ, შეეცადეთ, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ პასუხისმგებელი ხართ კომპანიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამიტომაც არასოდეს დაადანაშაულოთ კოლეგები და სხვა განყოფილების თანამშრომლები, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

გახსოვდეთ! რასაც თქვენ აკეთებთ, საერთო საქმის ნაწილია. თქვენი დავალების შესრულებისას, ყოველთვის გათვალეთ თუ რამდენად ხელსაყრელი შედეგების მოტანა შეუძლია მას კომპანიისთვის და დაფიქრდით, პასუხობს თუ არა ეს მოთხოვნები ჩვენს საერთო მიზნებს.



კონფიდენციალობა

ჩვენი ღია პოლიტიკის გათვალისწინებით, კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოეკიდოთ როგორც განსაკუთრებულად კონფიდენციალურს.

გახსოვდეთ! კლიენტებისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა შემკვეთებთან სანდომიანი ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია.












პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.