კომპანია "აი–ბი–ესი"  სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს შესანიშნავ შანსს გაძლევთ გაიაროთ 2 თვიანი სტაჟირების ეტაპი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა, აქტიურად ჩაერთოთ პროექტების მსვლელობაში, იქონიოთ ურთიერთობა კლიენტებთან, დაესწროთ პრეზენტაციებს. სტაჟირების გავლის შემდგომ თქვენ ჩაგიტარდებათ შემაჯამებელი გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდებით კომპანია "აი–ბი–ესი"–ის თანამშრომელი.

შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

I ეტაპი: აპლიკაციის შევსება

პირველ ეტაპზე სრულად უნდა შეავსოთ თქვენთვის განკუთვნილი აპლიკაციის ფორმა. შევსებული აპლიკაცია განიხილება ადამიანური რესურსების მენეჯერის მიერ, რის საფუძველზეც განისაზღვრება თქვენი შემდეგ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ორი სამუშაო დღის განმავლობაში გაცნობებთ.

რამდენიმე რჩევა აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით:

  • პირველ რიგში დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს
  • დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ გაცემული პასუხები სავსებით შეესატყვისება თითოეულ შეკითხვას
  • გადახედეთ გრამატიკულ და მართლწერის შეცდომებს
  • შეავსეთ ყველა პუნქტი.

II ეტაპი: პირველადი გასაუბრება

მეორე ეტაპი ეს არის პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან. ჩვენს მიერ ჩატარებული ინტერვიუ თქვენი კომპეტენტურობის გამოვლენას ემსახურება. ჩვენი მხრიდან დასმული შეკითხვები ძირითადად თქვენს აკადემიურ ცოდნას, ტრენინგებს, გამოცდილებას, მოტივაციას, მიზნებსა და სხვა მსგავს საკითხებს შეეხება.

რამდენიმე რჩევა გასაუბრებასთან დაკავშირებით:

  • დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით სად მიდიხართ და ვის ხვდებით (ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულია ინფორმაცია კომპანიის შესახებ)
  • დაიტოვეთ საკმარისი დრო. უმჯობესია გასაუბრებაზე უფრო ადრე გამოცხადდეთ, ვიდრე დაიგვიანოთ
  • იყავით ბუნებრივი, მოეშვით და გულწრფელად უპასუხეთ თქვენთვის დასმულ შეკითხვებს
  • ილაპარაკეთ გასაგებად და ლაკონურად
  • მოუსმინეთ შეკითხვას და დარწმუნდით, რომ თქვენი პასუხი დასმულ შეკითხვას შეესაბამება
  • იფიქრეთ იმ შეკითხვებზე, რომელიც ჩვენ უნდა დაგვისვათ გასაუბრების დროს  

III ეტაპი: ტესტირება

მესამე ეტაპზე თქვენ უნდა გაიაროთ ტესტირება:

  • უნარ–ჩვევების ტესტი (მათემატიკური და ვერბალური)
  • პროფესიული ტესტი

რამდენიმე რჩევა ტესტირებასთან დაკავშირებით:

თუ თქვენ არასოდეს შეგივსიათ მათემატიკური და ვერბალური უნარების ტესტი, უმჯობესია ცოტა წაივარჯიშოთ. ტესტის შევსებისას:

  • დარწმუნდით, რომ არ ღელავთ და მზად ხართ დაიწყოთ ტესტის შევსება
  • ნუ შეჩერდებით ცალკეულ შეკითხვაზე. თუ არ იცით სწორი პასუხი, გადადით შემდეგზე
  • ტესტი შეავსეთ დამოუკიდებლად
 ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ გადახვალთ შემდეგ ეტაპზე.


IV ეტაპი: მეორადი გასაუბრება

მეოთხე ეტაპი ეს არის მეორადი გასაუბრება, რომელსაც ატარებს ადამიანური რესურსების მენეჯერი და შესარჩევი კომისია.


V ეტაპი: დასკვნითი ეტაპი

დასკვნით ეტაპზე შეჯამდება შერჩეული კანდიდატების შედეგები. ის, ვინც წარმატებით გაივლის ყველა ეტაპს, ჩვენი კომპანიის სტაჟიორი გახდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

თუ თქვენთვის პრიორიტეტულ განყოფილებაში ვაკანტური ადგილები უკვე შევსებულია, ინფორმაცია თქვენს შესახებ მონაცემთა ბაზაში შეინახება, რათა შესაფერისი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს თქვენთან დაკავშირება.





პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.