16-12-2011 კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

05-12-2011 კომპანია „აი-ბი-ეს“-მა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
2 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-მა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ ჩატარებულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „აი-ბი-ესი“ დასაქმების ფორუმზე პროგრამისტისა და ბიზნეს კონსულტანტის ვაკანსიებით წარსდგა.

28-10-2011 კომპანია „აი-ბი-ესი“ ფაქტიურ მისამართს იცვლის
31 ოქტომბრიდან კომპანია „აი-ბი-ეს“-ის სათაო ოფისი და ტრენინგ ცენტრი მისამართს იცვლის, კომპანიის ახალი ოფისის მისამართია: ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ. #5, მე-7 სართული.


01-08-2011 კადრების აღრიცხვის პროგრამა „IBS პერსონალი“ „ფილიპ მორისის“ საქართველოს წარმომადგენლობაში დაინერგა
„აი-ბი-ეს“-ის კადრების აღრიცხვის პროგრამა „IBS პერსონალი“ კომპანია „ფილიპ მორის საქართველოში“  დაინერგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდა სამუშაოები „IBS პერსონალში“ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (US GAAP) მიხედვით განსახორციელებლად.


23-05-2011 კომპანია „აი-ბი-ეს“-მა „ბეკოს“ მაღაზიების ავტომატიზაცია განახორციელა
კომპანია „აი-ბი-ეს“-ის პროგრამული პროდუქტი „IBS მაღაზია-საწყობი” „ბეკოს“ მაღაზიების ქსელში დაინერგა და მისი მეშვეობით სავაჭრო და სასაწყობე ოპერაციების სრული ავტომატიზაცია განხორციელდა.


20-04-2011 კომპანია „აი-ბი-ეს“-მა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ონლაინ აუქციონი შექმნა
„აი-ბი-ეს“-მა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით, ავტომობილების  ონლაინ აუქციონი შექმნა. მოდული შემუშავებულია Ajax ტექნოლოგიის ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს მის დინამიურობასა და მოქნილობას.


02-02-2011 კომპანია „აი-ბი-ეს“-მა ინტერნეტ-მაღაზიისთვის კომპიუტერის აწყობის ახალი მოდული შეიმუშავა
კომპანია „აი-ბი-ეს“-ის ვებ-დეველოპერებმა კომპიუტერული ფირმა „ივერსის“ ინტერნეტ მაღაზიისთვის კომპიუტერის აწყობის ახალი მოდული შეიმუშავეს. იგი ავტომატურად ფილტრავს არათავსებად ნაწილებს და გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას.


30-11-2010 კომპანია „აი-ბი-ეს“-მა „დიპლომატ ჯორჯიას“ კორპორატიული ვებ-გვერდი და ინტრანეტ პორტალი შექმნა
„დიპლომატ ჯორჯიას“ კორპორატიული ვებ-გვერდისა და ინტრანეტ პორტალის შემუშავება CMS „1C: Bitrix“-ის ბაზაზე განხორციელდა. კომპანიის ინტრანეტ პორტლის შემუშავების შემდეგ, „აი-ბი-ეს“-ს ფირმა „1C: Bitrix“-ის მიერ „კორპორატიული პორტალის“ კომპეტენცია მიენიჭა.


15-10-2010 „შარმ ტრეიდინგი“ კომპანია „აი-ბი-ეს“-ის პროგრამული პროდუქტებით სარგებლობს
პროექტის ფარგლებში, კომუნიკატორებით აღიჭურვა 140–მდე სავაჭრო აგენტი (პრისეილერი და ვენსეილერი), რომლებიც ინფორმაციას განხორციელებული ოპერაციების შესახებ ოფისთან GPRS-ის მეშვეობით ცვლიან.

სიახლეები 1 - 9 of 39
First | Prev. | 1 2 3 4 5 | Next | Last All




პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.