"აი–ბი–ესი" კლიენტ კომპანიებს სთავაზობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"–ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე შექმნილ გადაწყვეტილებებს, ფართო ფუნქციონალობებითა და ანგარიშგებების მოქნილი სისტემით.

თითოეული პროდუქტის ტიპიურ ვერსიაში შესაძლებელია ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების დამატება კონკრეტული კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროგრამული გადაწყვეტილებები მაღალკონკურენტულ ბიზნეს გარემოში კომპანიებს თავიანთი ბიზნეს პროცესების ეფექტურად, ხარისხიანად და დროის ნაკლები დანახარჯებით მართვის შესაძლებლობას აძლევს.

"აი–ბი–ესი"  ასევე სთავაზობს სავაჭრო მოწყობილობების ფართო სპექტრს, რომლებიც შემოწმებულია ჩვენი სპეციალისტების მიერ  და თავსებადია "აი–ბი–ეს"–ის პროგრამულ პროდუქტებთან.





პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.