ფუნქციონალური შესაძლებლობები
მარაგების აღრიცხვა
პროგრამაში შესაძლებელია მატერიალური მარაგების შეფასება როგორც საშუალო შეწონილით, ისე LIFO და FIFO მეთოდებით. საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვაში არაა აუცილებელი გამოიყენებოდეს ერთი და იგივე მეთოდები, დასაშვებია განსხვავებული მეთოდების გამოყენებაც.
საწყობები
საწყობებში შესაძლებელია მარაგების როგორც მხოლოდ რაოდენობრივი, ისე თანხობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა. პირველ შემთხვევაში მარაგების შეფასების შედეგი არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი საწყობიდანაა ისინი მიღებული. თუ სასაწყობო აღრიცხვის აუცილებლობა არ არის, იგი შეიძლება გამოირთოს. ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად მოხდება მიღებული მონაცემების ავტომატური შედარება აღრიცხვის მონაცემებთან, ინვენტარიზაციის საფუძველზე ხდება მეტობის გამოვლენა და დანაკლისის ჩამოწერა.
შესყიდვების აღრიცხვა
– ადგილობრივი მომწოდებლები
– საბაჟო ოპერაციები
– არარეზიდენტებისაგან შეძენილი მომსახურეობა
მიწოდების აღრიცხვა
– ფიზიკური პირები
– დღგ-ს სერტიფიკატის არმქონე იურიდიული პირები
– დღგ-ს სერტიფიკატის მქონე იურიდიული პირები
– სპეციალური კატეგორიის მყიდველები
– დისტრიბუტორებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა
ბანკი და სალარო
ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრები აღირიცხება როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. ავტომატიზებულია შემდეგი ოპერაციები: ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, მყიდველებთან და ანგარიშვალდებულ პირებთან, ნაღდი ფულის შეტანა ანგარიშსწორების ანგარიშზე და მიღება საფულე ჩეკით, უცხოური ვალუტის შეძენა და გაყიდვა. ოპერაციების ასახვისას თანხა ავტომატურად იყოფა ავანსის თანხად და გადახდილ თანხად. საკასო დოკუმენტების საფუძველზე ხდება სალაროს წიგნის ფორმირება. რეალიზებულია ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი ბანკი-კლიენტის ტიპის პროგრამებთან.
ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან
პროგრამაში შესაძლებელია მიეთითოს ანგარიშვალდებული პირებზე თანხების გაცემა როგორც ნაღდი (სალაროს გასავლის ორდერი), ასევე გადარიცხვის სახით (საგადახდო დავალება გამავალი). მიღებული თანხის ხარჯვის ნუსხის მიხედვით, რომელსაც წარმოადგენს ანგარიშვალდებული პირი, ფორმდება დოკუმენტი „საავანსო ანგარიშგება“.
ამ დოკუმენტის მიხედვით ხორციელდება:
დასაბუთებული ხარჯების ჩამოწერა
ანგარიშვალდებულის მიერ შეძენილი საქონელი აიღება შემოსავალში (ეთითება ასევე ფაქტურები, რომელიც გამოწერილი იყო ამ შეძენისას).
მივლინების შემთხვევაში ჩამოიწერება დღიური და საცხოვრებელი ფართის ხარჯები ნორმის ფარგლებში და აგრეთვე ხდება ზენორმატიული ხარჯების რეგისტრაცია.
შესაძლებელია ურთიერთანგარიშსწორება მომწოდებლებთან (იმ შემთხვევაში თუ ანგარიშვალდებულმა გაქვითა კომპანიის კრედიტორული დავალიანება).
მითითებული დოკუმენტის მიხედვით ავტომატურად ხორციელდება კალკულაცია, თუ რა თანხა აქვს დასაბრუნებელი ანგარიშვალდებულ პირს, ან რა ზედმეტი თანხა დახარჯა და რა თანხა აქვს კომპანიას მისთვის ასანაზღაურებელი. ამასთან ფორმირდება საბეჭდი ფორმა „საავანსო ანგარიშგება“.
კონტრაგენტებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა
მომწოდებლებთან და მყიდველებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა ფიქსირდება როგორც ლარსა და უცხოურ ვალუტაში, ასევე პირობით ერთეულებში. კურსთაშორის სხვაობები თითოეული ოპერაციის მიხედვით ავტომატურად გამოითვლება. კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ხელშეკრულებების, ასევე საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჭრილში.
ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
ავტომატიზებულია ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვის ყველა ძირითადი ოპერაცია: მიღება, აღრიცხვაზე აყვანა, ამორტიზაციის დარიცხვა, მოდერნიზაცია, გადაცემა, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია. შესაძლებელია ამორტიზაციის თანხების განაწილება რამდენიმე ანგარიშს შორის ან ანალიზური აღრიცხვის ობიექტებს შორის. იმ ძირითადი საშუალებებისათვის, რომლებიც სეზონურად გამოიყენება, შესაძლებელია ცვეთის დარიცხვის გრაფიკების გამოყენება.
წარმოების აღრიცხვა
ავტომატიზებულია წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების თვითღირებულების გამოთვლა. თვის განმავლობაში გამოშვებული მზა პროდუქცია აღირიცხება გეგმიური თვითღირებულებით, თვის ბოლოს კი გაიანგარიშება ფაქტიური თვითღირებულება.
ნახევარფაბრიკატების აღრიცხვა
რთული ტექნოლოგიური პროცესებისათვის, რომლებიც შედგება შუალედური სტადიებისაგან, გათვალისწინებულია ამ სტადიებზე გამოშვებული ნახევარფაბრიკატების აღრიცხვა საწყობებში და მათი თვითღირებულების ავტომატური გამოთვლა.
ირიბი ხარჯების აღრიცხვა
თვის ბოლოს ავტომატურად ჩამოიწერება მიწოდების ხარჯები. ამავე დროს გათვალისწინებულია ტრანსპორტირების ხარჯების სპეციფიკა, რომლებიც შეიძლება ჩამოიწეროს რეალიზებული საქონლის ღირებულების პროპორციულად.
რაც შეეხება საერთო-საწარმოო ხარჯებს, ისინი სრულად გამოიქვითება იმ თვეში, როცა გაწეულ იქნა და მთლიანად მიეკუთვნება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას.
დღგ–ს აღრიცხვა
ავტომატურად შეივსება შესყიდვებისა და გაყიდვების წიგნი. ამისათვის რეგისტრირდება დღგ-თი დასაბეგრი ყველა ოპერაცია, ყველა მიღებული და გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციები. აგრეთვე 0-ვანი დღგ-თი წარმოებული ოპერაციები და ორგანიზაციის მიერ საგადასახადო აგენტის მოვალეობების შესრულება. თუ ორგანიზაციაში არის როგორც დღგ-თი დასაბეგრი, ასევე დღგ-გან გათავისუფლებული ბრუნვები, მაშინ მიღებული დღგ-ს თანხა განაწილდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. აგრეთვე გათვალისწინებულია დღგ-ს აღდგენა, თუ მარაგი რომელზეც მიღებულია ჩათვლა არ იქნა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციებზე და ამიტომ ჩათვლილი დღგ ექვემდებარება აღდგენას.
კადრების აღრიცხვა და ხელფასი; ანგარიშსწორება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებთან
აღირიცხება პერსონალის საკადრო გადაადგილება, როგორც ძირითადი შტატის, ასევე შემთავსებლების. შრომის ანაზღაურების ავტომატური დარიცხვა; სხვა შემოსავლებისა და არაფულადი სარგებლის დარიცხვა. ხელფასისა და სხვა განაცემებისათვის (დივიდენდი, პროცენტი და ა. შ.) საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ორგანიზაციაში ინვალიდებისა და არარეზიდენტების არსებობა. ხელფასისა და სხვა ანაზღაურების გაცემა ავანსად, უწყისების აღრიცხვა და გადახურვა.
თვის დახურვის პროცედურები
პროგრამაში ავტომატიზებულია თვის დახურვის ოპერაციები: ვალუტის გადაფასება, მომავალი პერიოდის ხარჯების ჩამოწერა, ფინანსური შედეგების განსაზღვრა და ა. შ.
სტანდარტული ბუღალტრული ანგარიშგებები
“IBS ბუღალტერია” მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტული ბუღალტრული ანარიშგებების ნაკრებს ბრუნვების, ნაშთებისა და გატარებების მიხედვით სხვადასხვა ჭრილში. მათ შორის ბრუნვებისა და ნაშთების უწყისი, ჭადრაკული უწყისი, ანგარიშის ბრუნვები, ანგარიშის ბარათი, ანგარიშის ანალიზი, ნაკრები გატარებები, მთავარი წიგნი. ჩადებულია ანგარიშგებების აწყობის ფართო შესაძლებლობები.
რეგლამენტირებული ანგარიშგებები
“IBS ბუღალტერიაში“ ჩართულია სავალდებულო (რეგლამენტირებული) ანგარიშგებები, რომლებიც განკუთვნილია საგადასახადო ორგანოების, ორგანიზაციის მესაკუთრეებისა და სხვადასხვა ინვესტორებისათვის (ბალანსის უწყისი, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, მოგება–ზარალის უწყისი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, დღგ–ს დეკლარაცია, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია და სხვ.). პროგრამაში შენახულია წინა პერიოდის საგადასახადო დეკლარაციები, რაც გაათავისუფლებს ბუღალტერს ადრინდელი ჩაბარებული დეკლარაციების ძებნისაგან დაზუსტებული დეკლარაციების ჩაბარებისას. ფორმები ავტომატურად შეირჩევა საანგარიშსწორებო პერიოდით გაფილტვრისას.
ინტეგრაცია სხვა სისტემებთან
შესაძლებელია "IBS ბუღალტერიის" ინტეგრაცია "აი–ბი–ეს"–ის მენეჯერულ პროგრამულ სისტემებთან, როგორიცაა, მაგალითად, “IBS მაღაზია-საწყობი”, „IBS დისტრიბუცია“, „IBS სუპერმარკეტი“, “IBS პერსონალი”.
სერვისული საშუალებები
პროგრამაში შესაძლებელია ვალუტების კურსების ავტომატური განახლება ინტერნეტიდან, ბანკი–კლიენტის ტიპის პროგრამებთან მონაცემთა გაცვლა, მონაცემთა გაცვლა ტექსტურ ფაილებთან და XML-დოკუმენტებთან.