პროგრამული პროდუქტი "IBS პერსონალი" ორგანიზაციის ადამიანური რესურსების აღრიცხვისა და მართვის პროცესის ყველა ძირითადი საკადრო და სახელფასო ოპერაციის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს და ნებისმიერი პერიოდულობით, ნებისმიერ ჭრილში, სურვილისამებრ აწყობადი რეპორტინგის წარმოების საშუალებას იძლევა.






ფუნქციონალური შესაძლებლობები

ავტორიზაციის დონეების აწყობა
პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლების როლების აწყობა: საკადრო და სახელფასო მონაცემებზე მომხმარებლების წვდომის უფლებების სურვილისამებრ გამიჯვნა. როგორც მთელი ორგანიზაციის, ისე ერთი თანამშრომლის რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.


მონაცემთა ბაზის შექმნა და სწრაფი ძიება
პროგრამა საშუალებას იძლევა შექმნას თანამშრომლების პირადი და სამსახურეობრივი მონაცემთა ბაზა და ნებისმიერ დროს მოხდეს ნებისმიერი თანამშრომლის მონაცემების ოპერატიულად მოძიება/დათვალიერება/კორექტირება.


საკადრო დაგეგმვა
პროგრამაში შესაძლებელია ნებისმიერი პერიოდულობით დაიგეგმოს ორგანიზაციის საკადრო მოთხოვნილება. საკადრო გეგმის საფუძველზე მოხდეს ორგანიზაციის საშტატო განრიგის შედგენა და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა.


კადრების შერჩევა
პროგრამაში განისაზღვრება საკადრო გეგმის მიხედვით გამოსაცხადებელი ვაკანსიები, ავტომატიზებულია კანდიდატების ტესტირებისა და შერჩევის მთელი პროცესი.


კადრების აღრიცხვა
პროგრამაში ხორციელდება დეტალური საკადრო აღრიცხვის წარმოება: თანამშრომლების მიღება (გამოსაცდელი ვადით, ძირითად სამუშაო ადგილზე, შიდა/გარე შეთავსებით, სანარდო ხელშეკრულებით), საკადრო გადაადგილება, გათავისუფლება. თანამშრომლების წახალისებისა და საყვედურის კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმები.


არგამოცხადების აღრიცხვა
პროგრამაში ფიქსირდება თანამშრომლების სხვადასხვა ტიპის არგამოცხადების რეგისტრაცია (შვებულება, დეკრეტული შვებულება, მივლინება, ბიულეტენი, საპატიო და არასაპატიო გაცდენა). თანამშრომლების შვებულებების დაგეგმვა შვებულების გრაფიკის სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით.


შეფასების სისტემა
პროგრამაში შესაძლებელია განისაზღვროს პერსონალის შეფასების მიზნით, თანამდებობის მიხედვით შესაფასებელი კომპეტენციები, მოხდეს კომპეტენციების შეფასების შკალების ფორმირება, თანამშრომლების ატესტაციების დაგეგმვა და რეგისტრაცია, ატესტაციების შედეგების ანალიზი.


თანამშრომლების განვითარების პროცესის მართვა
პროგრამა საშუალებას იძლევა განხორციელდეს პერსონალის სწავლების დაგეგმვა და მართვა, შიდა და გარე ტრენინგების შექმნა და დროში გაწერა, სწავლების შედეგად დახვეწილი კომპეტენციების ანალიზი.


ხელფასის გაანგარიშება
პროგრამის საშუალებით შესაძლებელია დაფიქსირდეს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება როგორც სანარდო ფორმით, ისე სამუშაო გრაფიკებითა და ტაბელით, ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული დარიცხვებითა და დაკავებებით. საკადრო დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია დარიცხვის დოკუმენტების ავტომატური ფორმირება,  ხელფასის გაცემა როგორც სალაროდან, ისე ბანკიდან.


პერსონალის ფინანსური მოტივაციის სისტემა
პროგრამაში სურვილისამებრ შესაძლებელია აეწყოს თანამდებობრივი და პერსონალური ბონუსები, პრემიები, გეგმური და ერთჯერადი დარიცხვები და დაკავებები, დაფიქსირდეს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება.


შეხსენების ინსტრუმენტი
პროგრამაში ჩადებულია საკადრო და სახელფასო მოვლენების დაგეგმვისა და დაგეგმილი მოვლენების შეხსენების სპეციალური ინსტრუმენტები.


ანგარიშგებები
ანალიზის სახით პროგრამაში შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაცია საკადრო და სახელფასო მონაცემების შესახებ ნებისმიერი პერიოდულობითა და ნებისმიერ ჭრილში. შესაძლებელია განხორციელდეს უნივერსალური ანგარიშგებების ფორმირება აწყობების მოქნილი სისტემის საშუალებით.


საბეჭდი ფორმები
პროგრამიდან თავისუფლადაა შესაძლებელი დაიბეჭდოს ქართულ კანონმდებლობასა და რეალობაზე მორგებული საბეჭდი ფორმები და მოხდეს მათი ნებისმიერ დროს ამობეჭდვა ან/და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა.


კავშირი "IBS ბუღალტერიასთან"
"IBS პერსონალის" პროგრამიდან შესაძლებელია ბუღალტერიისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები გადავიდეს "IBS ბუღალტერიაში" .

პროდუქტის დანერგვით მიღებული ეფექტები

დაზოგილი დრო და რესურსები
ორგანიზაციის კადრების აღრიცხვისა და მართვის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესების სრული ავტომატიზაცია როგორც დროის, ისე ადამიანური და ფინანსური რესურსების 50%-ით გამოთავისუფლებისა და მათი უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.


ეფექტური საკადრო შემადგენლობა და სახელფასო სისტემა
ნებისმიერი პერიოდულობით (ყოველთვიურად, ყოველწლიურად) საკადრო შემადგენლობისა და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვის, საკადრო გეგმის მდგომარეობისა და შესრულების ეფექტურობის ანალიზის შესაძლებლობა აადვილებს საკადრო შემადგენლობის ეფექტურობის მუდმივ კონტროლს, ორგანიზაციის საჭირო კადრებით დაკომპლექტების წარმოებას როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ანაზღაურების სისტემების აწყობასა და ნებისმიერი პერიოდულობით დახვეწა/გაუმჯობესებას.


კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი
კადრების შერჩევის მთელი პროცესის ავტომატიზაცია ვაკანსიის გამოცხადებიდან წარმატებული კანდიდატის სამსახურში მიღებამდე და კადრების შერჩევისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მოქნილი ინსტრუმენტები HR სპეციალისტს საშუალებას აძლევს კანდიდატების შერჩევის პროცესი უმოკლეს დროში და თანმიმდევრულად აწარმოოს და ვაკანტური თანამდებობისთვის მაქსმიმალურად შესაფერისი კანდიდატები შეარჩიოს.


ფინანსურად მოტივირებული პერსონალი
სურვილისამებრ აწყობადი ალგორითმებით გამოანგარიშებადი პერსონალური და თანამდებობრივი ბონუსების სისტემა პერსონალის ფინანსური მოტივაციის მართვის საშუალებას იძლევა.


პერსონალის მართვის დეტალური ანალიზი
რეპორტინგის აწყობების მოქნილი  სისტემის საშუალებით საკადრო და სახელფასო ანალიტიკური ინფორმაციის ნებისმიერი პერიოდულობითა და ნებისმიერ ჭრილში მიღება, დროის ნებისმიერ მომენტში ორგანიზაციის კადრების აღრიცხვასა და მართვის პროცესების შესახებ მენეჯმენტის სრულ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.


ადამიანური რესურსების პროდუქტულობის ზრდა
პროგრამა ორგანიზაციის კადრების ეფექტური აღრიცხვისა და მართვის საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ  განაპირობებს ადამიანური რესურსების მოტივაციასა და პროდუქტულობის ზრდას.


წარმატებული კომპანიის იმიჯი
პერსონალის მართვის ეფექტური სისტემა უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომელთა მოტივირებული და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებასა და მათ ეფექტურ მართვას, რაც წარმატებული კომპანიის იმიჯის გარანტია.

თანამშრომლების მონაცემები
თანამშრომლების მონაცემები

თანამშრომლების სია
თანამშრომლების სია

თანამშრომლების სია
თანამშრომლების სია

მონაცემების ანალიზი
მონაცემების ანალიზი

სამუშაო გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი

სამსახურში მიღების დოკუმენტი
სამსახურში მიღების დოკუმენტი

ტაბელი
ტაბელი

საკადრო დაგეგმვა
საკადრო დაგეგმვა

კადრების შერჩევის ინსტრუმენტი
კადრების შერჩევის ინსტრუმენტი

ორგანიზაციის საშტატო განრიგი
ორგანიზაციის საშტატო განრიგი

ხელფასის დარიცხვის დოკუმენტი
ხელფასის დარიცხვის დოკუმენტი

საგადახდო დავალება გამავალი
საგადახდო დავალება გამავალი

კლიენტები
ბიდიო
ენერგოტრანსი
ირაო*
რომპეტროლ საქართველო
რუსთავი 2
სილქნეტიSilknet.jpg
საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა
ფილიპ მორისიphilip_morris_logo.jpg
ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"
ჯი–პი–აი ჰოლდინგი
ჯოინთი



*
- მიმდინარე პროექტი





პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.