გადაწყვეტილება "IBS მაღაზია–საწყობი" წარმოადგენს კომპანიის მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვის მოქნილ სისტემას. იგი განკუთვნილია კომპანიების საბითუმო–საცალო სავაჭრო ოპერაციების ავტომატიზაციისათვის. პროდუქტის ფუნქციონალური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა განხორციელდეს კომპანიაში მიმდინარე სამეურნეო ოპერაციების ეფექტური აღრიცხვა, კონტროლი და ანალიზი.




ფუნქციონალური შესაძლებლობები

მოშორებული ობიექტების დაკავშირების მხარდაჭერა
გადაწყვეტილებას გააჩნია შესაძლებლობა ნებისმიერი ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე კომპანიის ცენტრალური ოფისი დააკავშიროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, როგორებიცაა რეგიონალური ოფისები, მოშორებული საწყობები, მაღაზიათა ქსელი და ა.შ. ამ დროს მმართველ რგოლს საშუალება ეძლევა ცენტრალიზებულად მართოს კომპანია ისე, რომ გააჩნდეს ოპერატიული ინფორმაცია მიმდინარე სავაჭრო პროცესების შესახებ და ფლობდეს სრულ ინფორმაციას მთელი კომპანიის მასშტაბით. ამავე დროს შესაძლებელია განხორციელდეს ინფორმაციის ანალიზი სტრუქტურული ერთეულების ჭრილში.

დაკავშირება შესაძლებელია როგორც ტერმინალური კავშირით (On line), ისე განაწილებული ინფორმაციული ბაზების (Off line) საშუალებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა მოხდება ავტომატურად, წინასწარ მითითებული პერიოდულობით.


პროგრამული პროდუქტის მომხმარებლის უფლებებისა კლასიფიკაცია საქმიანობის სფეროს მიხედვით
გადაწყვეტილების საშუალებით შესაძლებელია მმართველმა თავის თანამშრომლებს მათი საქმიანობის სფეროს მიხედვით დაუნიშნოს წვდომა პროგრამის იმ ქვესისტემასთან, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, მაგ.: შესყიდვების მენეჯერი გააკონტროლებს და განახორციელებს  მხოლოდ შესყიდვებთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ხოლო სხვა სახის ინფორმაციასთან წვდომა არ ექნება.


მრავალვალუტიანობა
"IBS მაღაზია-საწყობში" შესაძლებელია შეტანილ იქნას ნებისმიერი რაოდენობის ვალუტა, მომხმარებლის მიერ ყოველდღიურად მოხდეს კურსის განახლება და განხორციელდეს ოპერაციების დაფიქსირება (შესყიდვები, გადახდები და ა.შ.) სხვადასხვა ვალუტაში.


ადგილობრივი და საიმპორტო შესყიდვების წარმოება და თვითღირებულების ფორმირება
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც საიმპორტო, ასევე ადგილობრივი შესყიდვები, მათ შორის მომწოდებლებთან წინასწარი შეკვეთების საფუძველზე.

ყოველი შესყიდვისას შესაძლებელია ნებისმიერი დეტალიზაციით იქნას მითითებული შესყიდულ საქონელზე დარიცხული სატრანსპორტო თუ სხვა სახის დამატებითი ხარჯები, საბაჟო გადასახადი და სხვა, შესაბამისად მათი გათვალიწინებით მოხდეს საქონლის თვითღირებულების ავტომატური ფორმირება.


ფასწარმოქმნის ეფექტური სისტემა
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც კომპანიის გასაყიდი, ისე მომწოდებლებისა და კონკურენტების ფასები და განხორციელდეს მათი ანალიზი. მომწოდებლების ფასების ანალიზის საფუძველზე სისტემა ეხმარება კომპანიას შეარჩიოს ოპტიმალური შესასყიდი ფასის მქონე მომწოდებელი და მასთან აწარმოოს შესყიდვები.

"IBS მაღაზია–საწყობს" გააჩნია შესაძლებლობა შესასყიდი ფასის საფუძველზე მოახდინოს გასაყიდი ფასების ფორმირება გარკვეული პროცენტული ფასნამატის მიხედვით.


გაყიდვების წარმოება
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა კომპანიამ განახორციელოს საქონლის საცალო და საბითუმო გაყიდვების ავტომატიზაცია რამდენიმე ტიპის ფასისა და ფასდაკლების გათვალისწინებით.

სისტემაში შესაძლებელია დაფიქსირდეს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება: სეზონური, დოკუმენტის თანხის მიხედვით, გაყიდული საქონლის რაოდენობის მიხედვით, ასევე ფასდაკლების ბარათით გათვალისწინებული ფასდაკლებები კლიენტებისა და საქონლის დეტალიზაციით. ასევე შესაძლებელია ფასდაკლების დანიშვნა კონკრეტული დოკუმენტისათვის, მისი წინასწარი დაფიქსირების გარეშე.

გაყიდვების პროცესში შესაძლებელია მყიდველის შეკვეთის შეტანა და განსაზღვრული ვადით,  შეკვეთის მიხედვით გასაცემი საქონლის რეზერვირება მის საბოლოო რეალიზაციამდე.


დავალიანების თანხის კონტროლი
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს როგორც დებიტორული, ისე კრედიტორული დავალიანებები, აჩვენოს სრული ინფორმაცია გადასახდელი და მისაღები თანხების შესახებ, განხორციელდეს ეფექტური ანალიზი დებიტორული დავალიანებების თარიღის მიხედვით.


კომისიონერებთან/კომიტენტებთან ურთიერთანგარიშსწორების დეტალური ანალიზი
კომპანიას საშუალება ეძლევა აწარმოოს საკომისიო ვაჭრობა (საქონლის მიღება ან გაცემა რეალიზაციაზე) როგორც მომწოდებლებთან, ასევე მყიდველებთან, იქონიოს დეტალური ინფორმაცია თანხობრივი დავალიანებების შესახებ და აკონტროლს მათთან ურთიერთანგარიშსწორების პროცესი.


სასაქონლო მარაგების აღრიცხვა
"IBS მაღაზია–საწყობი" საშუალებას იძლევა იწარმოოს სასაქონლო მარაგების აღრიცხვა ნებისმიერი რაოდენობის საწყობისათვის. საქონელი შესაძლოა აღირიცხოს ვარგისიანობის ვადებისა და მახასიათებლების მიხედვით.

სისტემაში შესაძლოა აღირიცხოს საქონლის შტრიხ-კოდები, რაც საშუალებას იძლევა სასაწყობე ოპერაციები გამარტივდეს შტრიხ-კოდის სკანერის გამოყენებით.

გადაწყვეტილებაში თითოეული საქონელი შესაძლებელია რამდენიმე განზომილების ერთეულში აღირიცხოს, მაგ: ცალი, ყუთი, შეკვრა და ა.შ. და თითოეული საქონლისათვის წინასწარ შერჩეული სამი ერთეულის მიხედვით მიღებულ იქნას ინფორმაცია მისი რაოდენობრივი ბრუნვისა და ნაშთების შესახებ.

"IBS მაღაზია-საწყობში" შესაძლებელია განხორციელდეს საწყობის ინვენტარიზაცია და პროგრამის მიერ ავტომატურად მიეთითოს გადახრა საქონლის მოსალოდნელი რაოდენობიდან ფაქტობრივ რაოდენობამდე. ინვენტარიზაციის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის დანაკლისისა და ნამეტის მიხედვით მოხდეს საწყობში სასაქონლო ნაშთების კორექტირება, რათა განხორციელდეს მისი რეალურთან შესაბამისობაში მოყვანა.


ფულადი სახსრები
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია პროგრამაში დაფიქსირებულ ნებისმიერ ვალუტაში დაფიქსირდეს ნებისმიერი რაოდენობის სალარო და საბანკო ანგარიში. შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების შემოსავლებისა და გასავლების, ასევე მათი დაგეგმილი შემოსავლებისა და გასავლების დაფიქსირება.

პროგრამაში შეიძლება განხორციელდეს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის მუხლებისა და სალაროების (საბანკო ანგარიშების) ჭრილში.


დაგეგმვა
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა პერიოდების მიხედვით მოხდეს გაყიდვების, შესყიდვების, ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების დაგეგმვა. განხორციელდეს საქონლის მოთხოვნილების ფორმირება და მინიმალური ნაშთის კონტროლი. იწარმოოს გადახდების კალენდარი და ანგარიშგების სახით მიღებულ იქნას როგორც შესყიდვების, ისე გაყიდვების გეგმა–ფაქტიური ანალიზი.


ანგარიშგებების მძლავრი და მოქნილი სისტემა
გადაწყვეტილების ანალიზის მძლავრი და მოქნილი სისტემა საშუალებას იძლევა პროგრამაში გაფორმებული ყველა დოკუმენტის საფუძველზე მომხმარებელმა მიიღოს ანალიზი როგორც ცხრილის, ისე დიაგრამის სახით და ფლობდეს სრულ ინფორმაციას კომპანიის მდგომარეობის შესახებ. მომხმარებელს საშუალება ეძლევა დამოუკიდებლად მიუთითოს დეტალიზაციის დონეები, დაჯგუფებების პარამეტრები და მონაცემთა შერჩევის კრიტერიუმები.


სავაჭრო მოწყობილობების მხარდაჭერა
გადაწყვეტილებასთან ინტეგრირებულია შემდეგი სავაჭრო მოწყობილობები:
– შტრიხ-კოდის სკანერი
– ფისკალური რეგისტრატორი
– მაგნიტური ბარათების წამკითხველი
– მყიდველის დისპლეი
– ფულის უჯრა
– მონაცემთა მოკრების ტერმინალი
– POS ტერმინალი
– ეტიკეტების პრინტერი


ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
ნებისმიერი სავაჭრო ოპერაციის შესრულების დროს პროგრამული პროდუქტი საშუალებას იძლევა ამოიბეჭდოს ყველა საჭირო და კანონდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური ფორმა: ანგარიშ–ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, სალაროს შემოსავლის ორდერი.

გადაწყვეტილებაში გაფორმებული ანგარიშ-ფაქტურებისა და განხორციელებული გაყიდვების, ასევე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვების საფუძველზე ფორმირდება ქართულ კანონმდებლობასთან მორგებული გაყიდვებისა და შესყიდვების წიგნი (ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი).


კავშირი "IBS ბუღალტერიასთან"
პროგრამული პროდუქტი „IBS მაღაზია–საწყობი“ დაკავშირებულია „IBS ბუღალტერიასთან“. ამ ორი პროდუქტის კავშირის დროს კომპანიის სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტები ფორმდება „IBS მაღაზია–საწყობში“ და შემდეგ ეს მონაცემები ავტომატურად, წინასწარ მითითებული პერიოდულობით ან მექანიკურად იტვირთება „IBS ბუღალტერიაში“, სადაც ხდება მათი ავტომატური გატარება შესაბამის საბუღალტრო ანგარიშებზე.
პროდუქტის დანერგვით მიღებული ეფექტები

დროისა და შრომითი დანახარჯების შემცირება
ფირმის ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია; პროგრამაში სწრაფად და მარტივად შესრულებული ოპერაციები საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თქვენი დრო, შრომითი რესურსები და მიიღოთ კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის სრული სურათი.


მართვის პროცესების გაუმჯობესება
სტატისტიკური მონაცემებისა და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის უმოკლეს დროში, სასურველი ფორმით  მიღება ზრდის კომპანიის მართვის ეფექტს.


ფირმის საფასო პოლიტიკის ეფექტურად წარმოება
ფასწარმოქმნისა და ფასდაკლების მოქნილი მექანიზმი საშუალებას მოგცემთ ეფექტურად აწარმოოთ ფირმის საფასო პოლიტიკა.


მომწოდებელთა კეთილგანწყობა
მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს მათ თქვენდამი კეთილგანწყობას.


წარმატებული კომპანიის იმიჯი
ინფორმაციის გამჭვირვალობა, ბიზნეს პროცესების მართვა თანამედროვე პროგრამული პროდუქტითა და ტექნოლოგიებით გიქმნით წარმატებული კომპანიის იმიჯს.




ნომენკლატურის სია
ნომენკლატურის სია

ფასდადგენა
ფასდადგენა

პრაის ლისტი
პრაის ლისტი

მომწოდებელთან შეკვეთა
მომწოდებელთან შეკვეთა

შესყიდვების ანალიზი
შესყიდვების ანალიზი

კომიტენტებთან ანგარიშსწორება
კომიტენტებთან ანგარიშსწორება

რეალიზაცია
რეალიზაცია

გაყიდვების ანალიზი
გაყიდვების ანალიზი

საერთო მოგების ანალიზი
საერთო მოგების ანალიზი

ურთიერთანგარიშსწორებები
ურთიერთანგარიშსწორების უწყისი

საწყობში საქონლის ნაშთები
საწყობში საქონლის ნაშთები

საქონლის ბრუნვადობის ანალიზი
საქონლის ბრუნვადობის ანალიზი

ვალუტები
ვალუტები

მყიდველის გადახდა
მყიდველის გადახდა

სასაქონლო ზედნადები
სასაქონლო ზედნადები

ურთიერთანგარიშსწორება
ურთიერთანგარიშსწორება

გაყიდვების დიაგრამა
გაყიდვების დიაგრამა

დავალიანების დიაგრამა
დავალიანების დიაგრამა

  • შესაძლებელია თუ არა მოხდეს რამდენიმე საქონლის კომპლექტაცია ერთ საქონლად, მასზე გასაყიდი ფასის დანიშვნა და მისი ასეთი სახით რეალიზაცია?

  • შესაძლებელია თუ არა საქონლისათვის რამდენიმე შტრიხ-კოდის დანიშვნა?

  • არის თუ არა შესაძლებლობა ერთი ოპერაციის დახმარებით განხორციელდეს ერთი კონტრაგენტიდან მეორეზე ვალის გადაწერა?

  • არის თუ არა შესაძლებელი გადაწყვეტილების მეშვეობით განხორციელდეს ორი სხვადასხვა პერიოდის გაყიდვების შედარებითი ანალიზი?

  • შესაძლებელია თუ არა პროგრამაში კომისიაზე (სარეალიზაციოდ) გადაცემული საქონლის აღრიცხვა?

  • რა ტიპის ინფორმაციის შეტანა არის შესაძლებელი პროგრამაში საქონლის კომისიაზე (სარეალიზაციოდ) მიღების დროს და რა სახის ინფორმაციის ამოღება იქნება შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში ბაზიდან?

  • აქვს თუ არა პროგრამას ფასდაკლების ბარათების გამოყენების მხარდაჭერა?

  • რამდენი ზომის ერთეულში არის შესაძლებელი პროგრამაში საქონლის აღრიცხვა?


  • შესაძლებელია თუ არა მოხდეს რამდენიმე საქონლის კომპლექტაცია ერთ საქონლად, მასზე გასაყიდი ფასის დანიშვნა და მისი ასეთი სახით რეალიზაცია?
    პროგრამაში შესაძლებელია დაკომპლექტდეს რამდენიმე საქონელი, შეიქმნას ახალი ნომენკლატურა მაკომპლექტებელი საქონლების ჯამური თვითღირებულებით და მოხდეს მისი განცალკევებული აღრიცხვა. მასზე ასევე შესაძლებელია გასაყიდი ფასის დანიშვნა. პროგრამას ასევე გააჩნია შესაძლებლობა განხორციელდეს ასეთი კოპლექტის დაშლა მაკომპლექტებლებად. ამ დროს თითოეული მაკომპლექტებლისთვის ღირებულების წილის მითითებით ხდება მათზე თვითღირებულების გადანაწილება. დაწვრილებით


    შესაძლებელია თუ არა საქონლისათვის რამდენიმე შტრიხ-კოდის დანიშვნა?
    საქონლისათვის შტრიხ-კოდის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობით. მისი დანიშვნა ხდება ერთეულების, ვარგისიანობის ვადების და დამატებითი მახასიათებლების მიხედვით. დაწვრილებით


    არის თუ არა შესაძლებლობა ერთი ოპერაციის დახმარებით განხორციელდეს ერთი კონტრაგენტიდან მეორეზე ვალის გადაწერა?
    პროგრამული პროდუქტი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ერთი კონტრაგენტიდან (დებიტორი, კრედიტორი) დავალიანების გადაწერა მეორე კონტრაგენტზე, ხელშეკრულებების და გარიგების (შეკვეთის ან რეალიზაციის) დეტალიზაციით. ამასთან, შესაძლებელია კონტრაგენტის ერთი ხელშეკრულებიდან ვალის გადატანა მის მეორე ხელშეკრულებაზე.


    არის თუ არა შესაძლებელი გადაწყვეტილების მეშვეობით განხორციელდეს ორი სხვადასხვა პერიოდის გაყიდვების შედარებითი ანალიზი?
    გადაწყვეტილებაში არსებობს შესაძლებლობა აირჩიო ერთი ან რამდენიმე ეტალონური პერიოდი გეგმიური ან ფაქტიური გაყიდვების, შედეგად შესაძლებელია განხორციელდეს ყველა ამ პერიოდის მონაცემების შედარება ეტალონური პერიოდის მონაცემებთან. დაწვრილებით


    შესაძლებელია თუ არა პროგრამაში კომისიაზე (სარეალიზაციოდ) გადაცემული საქონლის აღრიცხვა?
    საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემის დროს ბაზაში ფიქსირდება რა დასახელებისა და თანხის საქონლის გადაცემა მოხდა კომისიონერისათვის. გარკვეული პერიოდულობით უნდა განხორციელდეს კომისიონერის აღწერა და მისი რეალიზაციების დაფიქსირება. შესაბამისად პროგრამაში ავტომატურად მოხდება კომისიონერის კრედიტორული დავალიანებისა და მასთან არსებული ნაშთის (რაოდენობრივი, თანხობრივი – გადაცემის ღირებულებითა და თვითღირებულებით) დაანგარიშება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს კომისიონერთან არსებული ნაშთის გადაფასება.


    რა ტიპის ინფორმაციის შეტანა არის შესაძლებელი პროგრამაში საქონლის კომისიაზე (სარეალიზაციოდ) მიღების დროს და რა სახის ინფორმაციის ამოღება იქნება შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში ბაზიდან?
    გადაწყვეტილებაში შესაძლებელია აღირიცხოს კომისიაზე (სარეალიზაციოდ) მიღებული საქონელი. პროგრამაში შეიძლება კომიტენტის გაყიდული საქონლის, მისი ღირებულების, თვითღირებულების, კომიტენტისათვის გადასახდელი თანხისა და მიღებული საქონლის ნაშთის ანალიზის განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შესრულდეს კომისიაზე მიღებული საქონლის ნაშთის გადაფასება.


    აქვს თუ არა პროგრამას ფასდაკლების ბარათების გამოყენების მხარდაჭერა?
    გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა აღირიცხოს ფიქსირებული ფასდაკლების მქონე ბარათები და მათი მეშვეობით მოხდეს კლიენტებისათვის ფასდაკლების გაცემა. პროგრამასთან ინტეგრირებულია როგორც მაგნიტური ზოლის წამკითხველი, ისე შტრიხ–კოდის სკანერი, რის გამოც ბარათები შესაძლოა იყოს ორივე ტიპის – მაგნიტური და შტრიხ-კოდის მქონე. პროგრამაში რეალიზაციის ოპერაციის განხორციელების დროს ბარათის მაგნიტურ ზოლში გატარებით (ან დასკანერებით) დოკუმენტში ფიქსირდება ბარათის შესაბამისი ფასდაკლების პროცენტი.


    რამდენი ზომის ერთეულში არის შესაძლებელი პროგრამაში საქონლის აღრიცხვა?
    გადაწყვეტილებაში თითოეულ საქონელს შეიძლება მიეთითოს ნებისმიერი რაოდენობის საზომი ერთეული და ოპერაციები ნებისმიერ მათგანში განხორციელდეს, თუმცა საქონლის რაოდენობრივი ბრუნვის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თითოეული საქონლისთვის წინასწარ მითითებულ სამ საზომ ერთეულში. დაწვრილებით



    კლიენტები
    KG ავტომოტივი
    LUXURY INTERIOR GROUP Standard Logo Sanrio Face.jpg
    PM მოტორსი
    ავტოსამყარო
    ალბატროსი
    ალექსი ანდრიოტი
    ალფა მოტორსი
    ახალი ნათება
    ბი ემ სი
    ბუნება
    გორგია
    გოუ ელექტრონიქსიGo electronics.jpg
    დავმერი
    დიკა
    დიკა
    დიო
    ევიტა პერონი
    ევროტექნიკსი
    ეკოლაინი
    ენგურჰესი
    ეფორი
    ვენისე*
    ვიდეოსერვისი საქართველო
    ვიდო
    ვოგგ
    ზახარი
    თეგეტა მოტორსი
    იბერია ბიზნეს ჯგუფი
    ივერსი
    ინსტა
    კარგო
    კენარი
    კნაუფ მარკეტინგ თბილისი
    კოლეზიონე
    კომპიუტერ ლენდი
    კონან დაუელი
    კონსტანტა
    მეგასპორტი
    მეგატექნიკა
    მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი
    მულტი ფუდი
    მშენმექანიზაცია
    ნიუ ენერჯი
    ნიუ მოტორსი
    ორგსერვისი
    ოფის ლაინი
    რონიკო
    საგაიმპექსი
    სავაჭრო სახლი გოლეთიანი
    საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
    სპორტის სამყარო
    სტივ მადენი
    ტელეფონი
    ტექნოსერვისი
    ულტრატექნიკსი
    უნივერსალი
    უნიქოლორი
    ფეხსაცმლის სამყარო
    ფრანკე კავკასუსი
    ქინდერ პალასი
    წისქვილკომბინატი
    ჯაოკენი მოტორსი



    *
    - მიმდინარე პროექტი





    პროექტები

    სიახლეები

    „აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
    „1C: სპეციალისტისა“ და
    „1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

    კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
    „IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

    16.12.2011
    კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
    10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.