გადაწყვეტილება "IBS სუპერმარკეტი" განკუთვნილია სუპერმარკეტებისა და მათი ქსელების ცენტრალიზებულად მართვისათვის. გააჩნია მძლავრი Back Office და მარტივი და მოსახერხებელი Front Office, მათ შორის სენსორული ეკრანისათვის გათვლილი ინტერფეისით. პროგრამასთან ინტეგრირებულია სავაჭრო მოწყობილობების ფართო სპექტრი და გააჩნია ანგარიშგებების მოქნილი სისტემა.


ფუნქციონალური შესაძლებლობები

მოშორებული სავაჭრო ობიექტების დაკავშირების მხარდაჭერა
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა ნებისმიერი ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე სუპერმარკეტების ქსელი იმართოს ცენტრალიზებულად, ისე რომ მმართველ რგოლს გააჩნდეს ოპერატიული ინფორმაცია მოშორებულ ობიექტებზე მიმდინარე სავაჭრო პროცესების შესახებ და ფლობდეს სრულ ინფორმაციას მთელი ქსელის მასშტაბით. ამავე დროს შესაძლებელია ინფორმაციის ანალიზი სავაჭრო ობიექტების ჭრილში.

მოშორებულ ობიექტებს შორის დაკავშირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ტერმინალური კავშირით (On line), ისე განაწილებული ინფორმაციული ბაზების (Off line) საშუალებით. განაწილებული ინფორმაციული ბაზების შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გაიცვალოს ავტომატურად, წინასწარ მითითებული პერიოდულობით.



გაყიდვების რეგისტრაცია
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა Back Office-ისა და Front Office-ის ოპერაციები ერთ ინფორმაციულ ბაზაში იწარმოოს და რეალურ დროში მოხდეს ჩატარებული ოპერაციების ასახვა ინფორმაციული ბაზის მონაცემებში.



Front Office–ის ინტერფეისი შესაძლებელია იყოს როგორც სენსორული, ისე კლავიატურაზე გათვლილი.

Front Office სრულად ახდენს საცალო სავაჭრო წერტილის (სალაროს) ავტომატიაზაციას და გააჩნია შემდეგი ფუნქციონალობა:
– საცალო გაყიდვების რეგისტრაცია ფისკალურ რეგისტრატორთან მიერთების რეჟიმში
– საცალო გაყიდვების რეგისტრაცია სავაჭრო აღჭურვილობების, კოდით ძებნის,
   შტრიხ-კოდით ძებნის, ვიზუალური ძებნისა და ცხელი ღილაკების საშუალებით
– მოლარის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა
– საქონლის დაბრუნება ჩეკის ნომრის მიხედვით
– სალაროს ცვლის ისტორია
– ავტომატური (სადისკონტო ბარათებით, სეზონური და ა.შ.) და მექანიკური
   ფასდაკლებების დანიშვნის შესაძლებლობა
– სალაროს ოპერაციების შესრულება: თანხის შეტანა და თანხის გამოტანა
– სალაროს რეგლამენტური ანგარიშების ფორმირება (X- ანგარიშგება, Z - ანგარიშგება)


სავაჭრო მოწყობილობების მხარდაჭერა
“IBS სუპერმარკეტს“ გააჩნია სავაჭრო მოწყობილოებების ფართო სპექტრის მხარდაჭერა, რომელიც მთლიანად მოიცავს გაყიდვის რეგისტრაციისათვის საჭირო მარტივ მოწყობილობებს, როგორიცაა: შტრიხ-კოდის სკანერი, მაგნიტური რიდერი, ფისკალური რეგისტრატორი, ფულის უჯრა და მომხმარებლის დისპლეი, ასევე საწყობის აღრიცხვისა და საქონლის დაფასოება/ეტიკეტირებისათვის საჭირო მოწყობილობებს: ეტიკეტების საბეჭდ სასწორს, ეტიკეტების პრინტერს, მონაცემთა მოკრების ტერმინალსა და სხვა.


ადგილობრივი და საიმპორტო შესყიდვების წარმოება
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც საიმპორტო, ასევე ადგილობრივი შესყიდვები, მათ შორის მომწოდებლებთან წინასწარი შეკვეთების საფუძველზე.

ყოველი შესყიდვისას შესაძლებელია ნებისმიერი დეტალიზაციით დაფიქსირდეს შესყიდულ საქონელზე დარიცხული სატრანსპორტო თუ სხვა სახის დამატებითი ხარჯები, საბაჟო გადასახადი და სხვა, შესაბამისად მათი გათვალიწინებით მოხდეს საქონლის თვითღირებულების ავტომატური ფორმირება.


მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების მართვა
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორება იწარმოოს შემდეგი ტიპის ხელშეკრულებების საფუძველზე:
– წინასწარი გადახდის ხელშეკრულება
– ეტაპობრივი გადახდის  ხელშეკრულება
– კომისიაზე მიღების ხელშეკრულება

წინასწარი გადახდის ხელშეკრულების დროს შესყიდვისას მთლიანად ფიქსირდება მომწოდებელთან დავალიანება შესყიდული საქონლის ღირებულების შესაბამისად.

ეტაპობრივი გადახდის ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია დავალიანების კონტროლი განხორციელდეს შესყიდვის დროს მითითებული გადახდის გრაფიკის მიხედვით.

კომისიაზე მიღების ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია დავალიანების კონტროლი განხორციელდეს მომწოდებლის გაყიდული საქონლის ღირებულების მიხედვით.


ფასწარმოქმნის ეფექტური სისტემა
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს როგორც კომპანიის გასაყიდი, ისე მომწოდებლებისა და კონკურენტების ფასები და განხორციელდეს მათი ანალიზი. მომწოდებლების ფასების ანალიზის საფუძველზე სისტემა ეხმარება კოპანიას შეარჩიოს ოპტიმალური შესასყიდი ფასის მქონე მომწოდებელი და მასთან აწარმოოს შესყიდვები.

გადაწყვეტილებას გააჩნია შესაძლებლობა შესასყიდი ფასის საფუძველზე მოახდინოს გასაყიდი ფასების ფორმირება გარკვეული პროცენტული ფასნამატის მიხედვით.


სასაქონლო მარაგების აღრიცხვა
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა იწარმოოს სასაქონლო მარაგების აღრიცხვა ნებისმიერი რაოდენობის საწყობების მიხედვით. საქონელი შესაძლოა აღირიცხოს ვარგისიანობის ვადებისა და მახასიათებლების მიხედვით.
სისტემაში შესაძლოა აღირიცხოს საქონლის შტრიხ-კოდები, რაც საშუალებას იძლევა სასაწყობე ოპერაციები გამარტივდეს შტრიხ-კოდის სკანერის გამოყენებით.

გადაწყვეტილებაში თითოეული საქონელი შესაძლებელია რამდენიმე განზომილების ერთეულში აღირიცხოს, მაგ: ცალი, ყუთი, შეკვრა და ა.შ. და თითოეული საქონლისათვის წინასწარ შერჩეული სამი ერთეულის მიხედვით მიღებულ იქნას ინფორმაცია მისი რაოდენობრივი ბრუნვისა და ნაშთების შესახებ.

"IBS სუპერმარკეტში"  შესაძლებელია განხორციელდეს საწყობის ინვენტარიზაცია და პროგრამის მიერ ავტომატურად მიეთითოს გადახრა საქონლის მოსალოდნელი რაოდენობიდან ფაქტობრივ რაოდენობამდე. ინვენტარიზაციის საფუძველზე შესაძლებელია საქონლის დანაკლისისა და ნამეტის მიხედვით მოხდეს საწყობში სასაქონლო ნაშთების კორექტირება, რათა განხორციელდეს მისი რეალურთან შესაბამისობაში მოყვანა.
პროგრამულ პროდუქტში რეალიზებულია კომპანიისთვის სასურველი დიზაინის მქონე ეტიკეტებისა და საფასარების ბეჭდვის, ასევე შიდა შტრიხ-კოდის მინიჭებისა და მისი ბეჭდვის ფუნქციები.


ფულადი სახსრები
გადაწყვეტილებაში შესაძლებელია დაფიქსირდეს ნებისმიერი რაოდენობის სალარო და საბანკო ანგარიში პროგრამაში დაფიქსირებულ ნებისმიერ ვალუტაში. შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების შემოსავლებისა და გასავლების დაფიქსირება, ასევე მათი დაგეგმილი შემოსვლებისა და გასავლების დაფიქსირება.
ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის მუხლებისა და სალაროების (საბანკო ანგარიშების) ჭრილში.


სალაროს ცვლების ანალიზი
"IBS სუპერმარკეტის" საშუალებით მოლარის მიერ საცალო ინტერფეისში განხორციელებული გაყიდვების რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებელია ანალიზური ინფორმაციის მიღება სალაროს ცვლების მიხედვით სალაროში თანხების მოძრაობისა და დღის გაყიდვების შესახებ.


ანგარიშგებების მძლავრი და მოქნილი სისტემა
"IBS სუპერმარკეტის" რეპორტინგის მძლავრი და ამავდროულად მომხმარებლისათვის მოქნილი სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებისა და სტატისტიკური მონაცმების მიღებას უმოკლეს დროში, სასურველი ფორმით, ცხრილის ან დიაგრამის სახით, როგორიცაა:

– გაყიდვების ანალიზი სეზონების, საქონლის სახეობების ჭრილში
– შესყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების ანალიზი
– სასაქონლო მარაგების ბრუნვის უწყისი
– ფულადი სახსრების მოძრაობა მოძრაობის მუხლების მიხედვით
– საერთო მოგებისა და საქონლის რენტაბელობის ანალიზი


ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
ნებისმიერი სავაჭრო ოპერაციის შესრულების დროს პროგრამული პროდუქტი საშუალებას იძლევა ამოიბეჭდოს ყველა საჭირო და კანონდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური ფორმა: ანგარიშ–ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, სალაროს შემოსავლის ორდერი, ფისკალური ჩეკი და სალაროს Z ანგარიშგება.

გადაწყვეტილებაში გაფორმებული ანგარიშ-ფაქტურებისა და საცალოდ განხორციელებული გაყიდვების, ასევე მიღებული ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვების საფუძველზე ფორმირდება ქართულ კანონმდებლობასთან მორგებული გაყიდვებისა და შესყიდვების წიგნი (ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი).


კავშირი "IBS ბუღალტერიასთან"
პროგრამული პროდუქტი „IBS სუპერმარკეტი“ დაკავშირებულია პროდუქტთან „IBS ბუღალტერია“. ამ ორი პროდუქტის კავშირის დროს კომპანიის სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტები ფორმდება „IBS სუპერმარკეტში“ და შემდეგ ეს მონაცემები ავტომატურად, წინასწარ მითითებული პერიოდულობით ან მექანიკურად იტვირთება  „IBS ბუღალტერიაში“, სადაც ხდება მათი ავტომატური გატარება შესაბამის საბუღალტრო ანგარიშებზე.
პროდუქტის დანერგვით მიღებული ეფექტები

კომპანიის სრული სურათი
სუპერმარკეტების ქსელის ცენტრალიზებული მართვა საშუალებას მოგცემთ დროის მცირე დანახარჯებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ კომპანიის სრული სურათი.


კლიენტთა კმაყოფილება
თანამედროვე ტექნიკა 20-30%–ით ამცირებს კლიენტზე გაწეული მომსახურების დროს და არ იწვევს სალაროებთან გრძელ რიგებს, რის ფონზეც კმაყოფილ კლიენტთა რაოდენობა იზრდება.


კომპანიის მართვის ეფექტის ზრდა
სტატისტიკური მონაცემებისა და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის უმოკლეს დროში, სასურველი ფორმით მიღება ზრდის კომპანიის მართვის ეფექტს.


მომწოდებელთა კეთილგანწყობა
მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს მომწოდებელთა კეთილგანწყობას.


ეფექტური საფასო პოლიტიკა
ფასწარმოქმნისა და ფასდაკლების მოქნილი სისტემა საშუალებას მოგცემთ ეფექტურად აწარმოოთ ფირმის საფასო პოლიტიკა.


გემოვნებიანი კომპანიის იმიჯი
გაყიდვების რეგისტრაციის თანამედროვე ინტერფეისი კარგად ერწყმის სუპერმარკეტის თანამედროვე ინტერიერს და ქმნის გემოვნებიანი კომპანიის იმიჯს.
1 | 2 | 3

ნომენკლატურის სია
ნომენკლატურის სია

ფასდადგენა
ფასდადგენა

პრაის–ლისტი
პრაის–ლისტი

ინვენტარიზაცია
ინვენტარიზაცია

საქონლის ჩამოწერა
საქონლის ჩამოწერა

საქონლის ჩანაცვლება
საქონლის ჩანაცვლება

გაყიდვების წიგნი
გაყიდვების წიგნი

საცალო ამონაგების ანალიზი
საცალო ამონაგების ანალიზი

სალაროს ცვლების ანალიზი
სალაროს ცვლების ანალიზი

საწყობის ღირებულებითი შეფასება
საწყობის ღირებულებითი შეფასება

საქონლის ბრუნვადობის ანალიზი
საქონლის ბრუნვადობის ანალიზი

შესყიდვების ანალიზი
შესყიდვების ანალიზი

კომიტენტებთან ურთიერთანგარიშსწორება
კომიტენტებთან ურთიერთანგარიშსწორება

თანხის დაგეგმილი გასავლების ანალიზი
თანხის დაგეგმილი გასავლების ანალიზი

გაყიდვების ანალიზი
გაყიდვების ანალიზი

გაყიდვები ქვეგანყოფილებების მიხედვით
გაყიდვები ქვეგანყოფილებების მიხედვით

გაყიდვები მომწოდებლების მიხედვით
გაყიდვები მომწოდებლების მიხედვით

კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორება
კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორება

გაყიდვების რეგისტრაციის ძირითადი ფანჯარა
გაყიდვების რეგისტრაციის ძირითადი ფანჯარა

საქონლის რეგისტრაცია ვიზუალური ძებნით
საქონლის რეგისტრაცია ვიზუალური ძებნით

საქონლის რეგისტრაცია შტრიხ–კოდით
საქონლის რეგისტრაცია შტრიხ–კოდით

ცხელი ღილაკები
ცხელი ღილაკები

ფასდაკლების ბარათის შეყვანა
ფასდაკლების ბარათის შეყვანა

ფასდაკლების დანიშვნა
ფასდაკლების დანიშვნა

გადახდის ტიპის არჩევა
გადახდის ტიპის არჩევა

ქვითრის გადახდა
ქვითრის გადახდა

დასაბრუნებელი ხურდა
დასაბრუნებელი ხურდა

თანხის შეტანა ფულის უჯრაში
თანხის შეტანა ფულის უჯრაში

ცვლის გაყიდვების ისტორია
ცვლის გაყიდვების ისტორია

ცვლის დახურვა
ცვლის დახურვა

გაყიდვების რეგისტრაციის ძირითადი ფანჯარა
გაყიდვების რეგისტრაციის ძირითადი ფანჯარა

ფასდაკლების მენიუ
ფასდაკლების მენიუ

საქონლის შეყვანა რაოდენობით
საქონლის შეყვანა რაოდენობით

საქონლის რეგისტრაცია შტრიხ–კოდით
საქონლის რეგისტრაცია შტრიხ–კოდით

საქონლის რეგისტრაცია ვიზუალური ძებნით
საქონლის რეგისტრაცია ვიზუალური ძებნით

ფასდაკლების დანიშვნა
ფასდაკლების დანიშვნა

გადახდის ტიპის არჩევა
გადახდის ტიპის არჩევა

ქვითრის გადახდა
ქვითრის გადახდა

დასაბრუნებელი ხურდა
დასაბრუნებელი ხურდა

ცვლის გაყიდვების ისტორია
ცვლის გაყიდვების ისტორია

თანხის შეტანა ფულის უჯრაში
თანხის შეტანა ფულის უჯრაში

ცვლის დახურვა
ცვლის დახურვა

  • არის თუ არა შესაძლებელი ფასდაკლებების დანიშვნა კონკრეტულ საქონელზე კონკრეტული ვადით?

  • რამდენად არის შესაძლებელი პროგრამაში საქონლის ნაშთების მინიმალური მარაგის კონტროლი?

  • შესაძლებელია თუ არა პროგრამაში მოხდეს ვარგისიანობის ვადების კონტროლი?

  • შესაძლებელია თუ არა პროგრამაში წონითი საქონლის აღრიცხვა და როგორ ხდება მისი რეალიზაცია?

  • როგორ და რამდენად მარტივად ხდება ინვენტარიზაცია პროგრამაში?

  • შესაძლებელია თუ არა პროგრამიდან მოხდეს ეტიკეტებისა და საფასარების ბეჭდვა?

  • როგორ ხდება მოლარის კონტროლი ხელმძღვანელობის მიერ?

  • გადაწყვეტილებაში რა სახით არის შესაძლებელი მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების მართვა?


  • არის თუ არა შესაძლებელი ფასდაკლებების დანიშვნა კონკრეტულ საქონელზე კონკრეტული ვადით?
    პროგრამას გააჩნია შესაძლებლობა საქონელს ყოველგვარი პირობის გარეშე დაენიშნოს ფასდაკლების პროცენტი გარკვეული ვადით, გარდა ამისა, შესაძლებელია ფასდაკლების დანიშვნა დოკუმენტის თანხის, შეძენილი საქონლის რაოდენობის ან გადახდის ფორმის მიხედვით (გამოიყენება მხოლოდ საცალო გაყიდვების დროს).


    რამდენად არის შესაძლებელი პროგრამაში საქონლის ნაშთების მინიმალური მარაგის კონტროლი?
    გადაწყვეტილებაში „IBS სუპერმარკეტი“ შესაძლებელია მოხდეს საქონლის მინიმალური მარაგის კონტროლი შემდეგი გზით: ბაზაში ფიქსირდება ნომენკლატურის თითოეული პოზიციისთვის მინიმალური მარაგის ოდენობა, რის საფუძველზეც ხდება საქონლის რეალური ნაშთისა და მისი მინიმალური მარაგის შედარებითი ანალიზი.


    შესაძლებელია თუ არა პროგრამაში მოხდეს ვარგისიანობის ვადების კონტროლი?
    პროგრამაში ვარგისიანობის ვადების კონტროლის განსახორციელებლად საქონლის შესყიდვისას თითოეული პოზიციისათვის უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის მითითება. საქონელზე რეალიზაციის შემთხვევაში პროგრამას გააჩნია შესაძლებლობა ავტომატურად ჩამოწეროს ის საქონელი, რომელსაც აქვს მინიმალური ვარგისიანობის ვადა, თუმცა შესაძლებელია მისი ხელით მითითებაც. სასაქონლო მარაგების ანალიზის დროს საქონლის დეტალიზაცია ხდება ვარგისიანობის ვადის მიხედვით.


    შესაძლებელია თუ არა პროგრამაში წონითი საქონლის აღრიცხვა და როგორ ხდება მისი რეალიზაცია?
    გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა აღირიცხოს წონითი საქონელი. საქონელს ეთითება კოდი სასწორისათვის ეტიკეტების ბეჭდვით. წონითი საქონელი ფასთან ერთად იტვირთება სასწორში. საქონლის აწონვისა და კოდის აკრეფის შემდეგ იბეჭდება ეტიკეტი, რომელზეც გამოსახულია შრიხ-კოდი და აწონილი საქონლის ღირებულება. მოლარესთან მისი დასკანერების შედეგად ფიქსირდება საქონლის სახეობა და მისი წონა.


    როგორ და რამდენად მარტივად ხდება ინვენტარიზაცია პროგრამაში?
    ინვენტარიზაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც მექანიკურად, ასევე მონაცემთა მოკრების ტერმინალის საშუალებით. მონაცემთა მოკრების ტერმინალის დახმარებით მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად შეიძლება მოხდეს საწყობის აღრიცხვა. ინვენტარიზაციისას ხდება რეალური ნაშთების შედარება პროგრამაში არსებულთან, რის საფუძველზეც შემდგომ ხორციელდება საწყობის ნაშთების გასწორება. ინვენტარიზაციის შედეგად ჩამოწერილი და შემოსავალში აღებული საქონლის ანალიზი ხორციელდება სასაწყობე ოპერაციის ტიპის მიხედვით– საერთო ინვენტარიზაცია, საოპერაციო შეცდომა და წარმოება.


    შესაძლებელია თუ არა პროგრამიდან მოხდეს ეტიკეტებისა და საფასარების ბეჭდვა?
    გადაწყვეტილებასთან ინტეგრირებულია ეტიკეტების პრინტერი, რაც საშუალებას იძლევა პროგრამიდან დაიბეჭდოს ეტიკეტები საქონლის დასახელების, შტრიხ-კოდისა და ფასის გამოსახულებით. ასევე შესაძლებელია პროგრამაში საფასარის დიზაინის შექმნა, მასზე კომპანიის ლოგოს დატანა და მათი ბეჭდვა საქონლის დასახელებისა და ფასის გამოსახულებით.


    როგორ ხდება მოლარის კონტროლი ხელმძღვანელობის მიერ?
    პროგრამას გააჩნია შესაძლებლობა განახორციელოს სალაროს ცვლის ანალიზი, რომელშიც აისახება მიმდინარე ცვლაში განხორციელებული ყველა ოპერაცია. ცვლის დახურვის შემდეგ აქვე ჯამურად ჩანს განხორციელებული გაყიდვები, დაბრუნებები, შემოსული და გასული თანხები, გაცემული ფასდაკლებები, გაფორმებული ჩეკების რაოდენობა და ა. შ. ცვლის დახურვის შემდეგ ხდება Z–ანგარიშის დაფორმირება და მისი შედარება ზემოთ ხსენებულ ჯამურ მონაცემებთან, რაც ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად აკონტროლოს მოლარე.


    გადაწყვეტილებაში რა სახით არის შესაძლებელი მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორების მართვა?
    გადაწყვეტილებაში შესაძლებელია მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორება იწარმოოს წინასწარი გადახდის (წინასწარი გადახდის ხელშეკრულება), ასევე შესყიდვის დროს მითითებული გადახდის გრაფიკისა (ეტაპობრივი გადახდის ხელშეკრულება) და კომისიაზე მიღებული საქონლის გაყიდვების მიხედვით (კომისიაზე მიღების ხელშეკრულება). ნებისმიერი ტიპის ურთიერთანგარიშსწორების დროს შესაძლებელია, როგორც ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარე დავალიანების, ასევე ჯამური დავალიანების ანალიზის მიღება.



    კლიენტები
    ახალი
    "ბუნუმ ეპიტოს" საქართველოს ფილიალიlogo hungarikum logo.jpg
    გერტლაქსი
    დანიური სახლი
    დაფნე
    მეგამარკეტი
    მთაწმინდის პარკი
    ნობლექსი
    ორი ნაბიჯი
    სმარტ რითეილი*Smart.jpg
    ჯორჯიტა



    *
    - მიმდინარე პროექტი




    პროექტები

    სიახლეები

    „აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
    „1C: სპეციალისტისა“ და
    „1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

    კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
    „IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

    16.12.2011
    კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
    10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.