![]() |
კომუნიკატორი კომუნიკატორი განკუთვნილია სავაჭრო აგენტის ავტომატიზაციისათვის. მას გააჩნია GPRS-ის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა სავაჭო აგენტის მიერ შეყვანილი ინფორმაცია on-line რეჟიმში აისახოს საოფისე პროგრამაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრისეილერის ტიპის აგენტისათვის, რათა მის მიერ გაფორმებული შეკვეთების მიხედვით ოპერატიულად მოხდეს ოფისში საჭირო პროდუქტების მომზადება და მიწოდება კლიენტებისათვის. |
![]() |
Wi-Fi პრინტსერვერი Wi-Fi პრინტსერვერი გამოიყენება ჯიბის პერსონალური კომპიუტერისა (ჯიბის პერსონალურ კომპიუტერს ან კომუნიკატორს უნდა ჰქონდეს Wi-Fi-ს მხარდაჭერა) და პრინტერის დაკავშირებისათვის. მისი დახმარებით ხორციელდება შიდა აღრიცხვის დოკუმენტებისა და ფინანსური დოკუმენტაციის ადგილზე ბეჭდვა სავაჭრო აგენტის მიერ. |
![]() |
პრინტერი სავაჭრო აგენტის მანქანაში დამონტაჟებული პრინტერი შიდა აღრიცხვის დოკუმენტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (ანგარიშ–ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შემოსავლის ორდერი) ადგილზე ბეჭდვისათვის გამოიყენება. |
![]() |
კვების გარდამქმნელი კვების გარდამქმნელის საშუალებით შესაძლებელია სავაჭრო აგენტის მანქანაში პრინტერისა და Wi-Fi პრინტსერვერისათვის საჭირო ელექტროკვების მიწოდება და ჯიბის პერსონალური კომპიუტერის (კომუნიკატორის) დამუხტვა. მისი მეშვეობით მანქანის ელექტრო სანთებელის მიერ გამოყოფილი დაბალი ვოლტაჟის მუდმივი დენის (12 ვოლტი) მაღალი ვოლტაჟის ცვლად დენად (220 ვოლტი) გარდაქმნა ხორციელდება. |
![]() |
მანქანის დამტენი მანქანის დამტენი გამოიყენება ჯიბის პერსონალური კომპიუტერის (კომუნიკატორის) დამუხტვისათვის. |
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88









(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions