box_corportal_big.jpgპროგრამული პროდუქტი „1С-Bitrix: კორპორატიული პორტალი“ განკუთვნილია შიდაკორპორატიული რესურსის შექმნისა და მართვისათვის, გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა:
  • ორგანიზებულ იქნას თანამშრომლების კოლექტიური მუშაობა
  • იწარმოოს შიდა კომუნიკაციები
  • იმართოს სხვადასხვა სახის დოკუმენტები
  • ჩამოყალიბდეს  კორპორატიული კულტურა


გადმოწერეთ პრეზენტაცია



თანამშრომლები
თანამშრომლების პირადი გვერდის შექმნა: პერსონალური ფორუმები, ბლოგები, ფოტოები, ფაილები, კალენდარი, ჯგუფები; თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის წარმოება შიდა ჩატისა და მესენჯერის საშუალებით; თანამშრომლების მოძებნა სხვადასხვა პარამეტრის მითითებით; თითოეული თანამშრომლის დაბადების დღის ჩვენება, საკადრო ცვლილებების ასახვა და სხვა.

კომპანიის სტრუქტურა
კომპანიის სტრუქტურის შექმნა ფილიალებისა და განყოფილებების მითითებით, თითოეულ განყოფილებაზე ხელმძღვანელისა და ამ განყოფილებაში შემავალი თანამშრომლების მითითება.

არგამოცხადების გრაფიკი
თანამშრომელთა არგამოცხადებების აღრიცხვა დროის განსაზღვრულ პერიოდში, მიზეზის მითითებით: შვებულება, მივლინება, დეკრეტი, ავადმყოფობა და სხვა.

დროის დაგეგმვა
თანამშრომლების პერსონალურ, ჯგუფურ და საერთო კალენდარში მოვლენების დაგეგმვა დღის, კვირისა და თვის ჭრილში, დაგეგმილი მოვლენის Outlook-ში იმპორტი, მოახლოებული მოვლენის შესახებ შეხსენების დაყენება.

შეხვედრების ოთახების წინასწარი დაკავება
შეხვედრების ოთახების დაკავება მოვლენის მითითებით, დროის განსაზღვრა და შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობის მითითება.

დოკუმენტების ბიბლიოთეკა
დოკუმენტების ბიბლიოთეკის შექმნა დეპარტამენტების მიხედვით, თანამშრომლებისათვის წვდომის უფლებების მინიჭება თითოეული დოკუმენტის ნახვაზე, რედაქტირებასა და გადმოწერაზე.

დავალებების მართვა
საპროექტო ჯგუფების შექმნა, ჯგუფში თანამშრომლების მოწვევა და მათთვის დავალებების მიცემა პროექტის მენეჯერის მიერ, თითოეულ შექმნილ დავალებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის მითითება, დავალებების შესრულების ეტაპობრივი კონტროლი და ანგარიშის მიღება, მოვლენების დაგეგმვა პროექტის ჯგუფის კალენდარში, თანამშრომლების მუშაოების ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა.

ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
კომპანიის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია, მათი ვიზუალიზაცია, თითოეული პროცესის შესრულებისას პასუხისმგებელი პირისა და პროცესის მიმდინარე სტატუსის მითითება.

შიდა კომუნიკაცია
თანამშრომელთა შიდა კომუნიკაცია ჩატისა და ვებ–მესენჯერის საშუალებით, ფაილების გაგზავნა, ვიდეო ჩართვა და სხვა.

მედიაკონტენტი
კომპანიის ფოტო და ვიდეო არქივების შექმნა, მათი მარტივი და სწრაფი ატვირთვა, ფოტოების სლაიდ შოუ, რეიტინგი და კომენტარები.

ინტერაქტიული მომსახურება
ელექტრონული განცხადებების შექმნა და თანამშრომლების მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირება საკანცელარიო საქონელზე, სავიზიტო ბარათებსა და ტაქსის მომსახურებით სარგებლობაზე, მიღებული შეკვეთების დამუშავება და სტატუსების განსაზღვრა.

კომპანია
კომპანიის ოფიციალური ინფორმაციის განთავსება პორტალზე: ისტორია, მისია, სტრატეგია, ოფიციალური სიახლეები, კომპანიის შიდა ვაკანსიები, კონტაქტები და საბანკო რეკვიზიტები.
1C-Bitrix Site Manager
მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი
პროგრამის მარტივი ინტერფეისი საშუალებას იძლევა თანამშრომელი ადვილად შეუდგეს პორტალზე მუშაობას პროგრამული ენებისა და html-ის ცოდნის გარეშე.

უსაფრთხოება
პროაქტიული დაცვის მოდული საშუალებას იძლევა მონაცემთა ბაზა იყოს საიმედოდ დაცული სხვადასხვა საეჭვო შემოტევებისაგან.

ინტეგრაცია პროგრამულ პროდუქტთან – „IBS პერსონალი“ 
ინტეგრაცია  პროგრამულ პროდუქტთან „IBS პერსონალი“ საშუალებას იძლევა კორპორატიულ  პორტალზე გადმოიტვირთოს თანამშრომლების სია და პირადი მონაცემები.

ინტეგრაცია Active Directory-ისა და Microsoft Outlook-თან
პროდუქტი შეიძლება ინტეგრირებულ იქნას კომპანიის კორპორატიულ ქსელთან და განხორციელდეს მომხმარებელთა ჯგუფების ცენტრალიზებული მართვა. პროგრამას ასევე შეუძლია ინტეგრაცია MS Outlook-თან და მონაცემების ორმხრივი გაცვლა Outlook-სა და საიტს შორის, მაგ.: თანამშრომლების, კალენდარში დაგეგმილი მოვლენებისა და სხვა მონაცემების ექსპორტი Outlook-ში.




წარმატებული პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

10.02.2012
„აი-ბი-ესი“ კომპანია „1C-ბიტრიქსის“ ვებ პროდუქტების გაყიდვებით 2012 წლის იანვრის ლიდერია
კომპანია „აი-ბი-ესი“ „1C-ბიტრიქსის“ ვებ პროდუქტების გაყიდვებით 2012 წლის იანვრის ლიდერი გახდა. ამ წარმატებისთვის კომპანიამ ლიდერის სერტიფიკატი მიიღო და პარტნიორის ვებ-გვერდზე შესაბამისი სტატუსით აღინიშნა.