პროგრამული პროდუქტი „1C-Bitrix: საიტის მართვა“ წარმოადგენს კონტენტის მართვის პროფესიონალურ სისტემას (CMS), რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის საიტების შექმნისა და მართვისათვის. უნივერსალური ვებ–პროდუქტი საშუალებას იძლევა შეიქმნას ისეთი ინტერნეტ–პროექტები, როგორებიცაა:
  • კორპორატიული საიტები
  • ინტერნეტ–მაღაზიები
  • სავიზიტო საიტები
  • საინფორმაციო პორტალები
  • სოციალური ქსელები
  • პრომო საიტები




მთავარი მოდული
სისტემის საერთო ფუნქციონალობა, ყველა მოდულის ურთიერთქმედება, წვდომის უფლებების გადანაწილება,  მომხმარებლებისა და საიტის შაბლონების მართვა, უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოება და სხვა.

სტრუქტურის მართვა
საიტის სტატიკურ კონტენტთან მუშაობა: ტექსტებისა და ცხრილების რედაქტირება; საიტის განყოფილებების, გვერდებისა და ფაილების მართვა.

მედიაბიბლიოთეკა
მედიამონაცემებთან მუშაობა, სურათების დამატება და შერჩევა შექმნილი კოლექციიდან, მოსახერხებელი ძებნა თემების მიხედვით.

მედია პლეერი
საიტზე აუდიო და ვიდეო ფაილების  განთავსება, სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერა: WMV, WMA, FLV (FLV7, FLV8), MP4 (H.264), MP3, AAC, JPG, PNG, GIF.

საინფორმაციო ბლოკები
ყველა სახის დინამიკური ინფორმაციის შექმნა და საიტზე განთავსება: სიახლეები, სტატიები, საქონლის კატალოგი მახასიათებლების მითითებით და სხვა.

ფოტოგალერეა
ფოტოალბომების შექმნა და მართვა, სურათების შეფასება და კომენტარების დამატება, რეიტინგის ჩვენება და სხვა.

ძიება
საიტზე ინფორმაციის მოძიება,  კონტენტის ავტომატური ინდექსაცია, ძიების განხორციელება როგორც მთელი საიტის, ისე განყოფილებების მიხედვით.

ბიზნეს პროცესები
კომპანიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია, ბიზნეს პროცესების  ეტაპების ვიზუალური ფორმირება და მართვა.

დოკუმენტბრუნვა
დოკუმენტებზე კოლექტიური მუშაობის მართვა, მასალების ეტაპობრივი პუბლიკაციის ორგანიზება, თითოეულ ეტაპზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა, დოკუმენტების ცვლილებების დაარქივება ეტაპების მიხედვით.

ინტერნეტ–მაღაზია
საქონლისა და მომსახურების გაყიდვის ორგანიზება ინტერნეტის საშუალებით:
• შეკვეთების გაფორმება
• ფასდაკლებების განსაზღვრა
• მომხმარებლის პერსონალური განყოფილება
• საქონელზე სტატუსების შექმნა: მიღებულია, მუშავდება, გადახდილია და ა.შ.
• ელექტრონული საგადახდო სისტემების მხარდაჭერა: VISA, MASTER CARD, Web-money
• მიწოდების სერვისების შექმნა

სავაჭრო კატალოგი
საქონლის კატალოგის შექმნა; ფასდაკლების, ფასის ტიპებისა და ფასდაკლების კუპონების მართვა.

ვალუტები
ვალუტების სიის შექმნა და მათი კურსების მართვა.

ფორუმები
ღია და დახურული ფორუმების შექმნა; მონაწილეთა რეიტინგების, ქულებისა და წოდებების განსაზღვრა; უცენზურო სიტყვების ფილტრის გამოყენება და სხვა.

ბლოგები
ელექტრონული დღიურის შექმნა, წვდომის უფლებების განსაზღვრა, პოპულარული ბლოგებისა და საუკეთესო შეტყობინებების არჩევა და სხვა.

სოციალური ქსელი
მომხმარებლის პირადი გვერდის შექმნა, საერთო სამუშაოების ორგანიზება, მეგობრების დამატება, ფოტოალბომებისა და პირადი ფორუმების შექმნა.

გამოწერები
გამოწერების სიის ორგანიზება, მათი დაგზავნა მექანიკურად  და ავტომატური რეჟიმის საშუალებით, მომხმარებელთა ელექტრონული მისამართების იმპორტი და სხვა.

ვებ–ფორმები
ანკეტების, კომენტარის ფორმებისა და სხვადასხვა სახის განცხადებების შექმნა, შედეგების დამუშავება და შენახვა, მონაცემების Excel-ში ექსპორტი.

გამოკითხვები
ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, შედეგების მიღება და ანალიზი როგორც დიაგრამის, ასევე გრაფიკის სახით.

ტექნიკური მხარდაჭერა
მომხმარებლებისთვის ტექნიკური მომსახურების ორგანიზება; მათი საკითხების მიღება საიტის, ელ. ფოსტის, ფორუმისა და სატელეფონო ზარის საშუალებით; საკითხების კლასიფიკაცია კატეგორიების მიხედვით; შემოსულ შეკითხვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშნვა და პასუხების დროულად გაგზავნა მომხმარებლის ელ. მისამართზე.

სწავლება, ტესტირება
სასწავლო კურსების შექმნა, ონლაინ სწავლებისა და ტესტირების წარმართვა, მომხმარებლების სერტიფიცირება და ტესტირების შედეგების ავტომატური შემოწმება.

ფოსტა
ფოსტის მიღება და დამუშავება, წერილების ფილტრაცია.

რეკლამა
ბანერების მართვა, მათი საიტზე ჩვენებისა და კლიკების რაოდენობის შეზღუდვა, ანალიზის მიღება შემომსვლელების, ბანერის ჩვენებისა და ჰიტების მიხედვით.

ვებ–ანალიტიკა
საიტის აუდიტორიის, გვერდების პოპულარობის, ვიზიტორების აქტივობის, საძიებო სისტემების მიერ საიტის იდექსაციის, ჰიტების, ჰოსტებისა და სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის ანალიზი.

ლოკალიზაცია
საიტის ადმინისტრაციული ინტერფეისისა და სისტემის ენობრივი შეტყობინებების თარგმნა სასურველ ენაზე.

უსაფრთხოება
საიტისა და მასში შექმნილი ინფორმაციის საიმედოდ დაცვა გავრცელებული ჰაკერული შემოტევებისაგან, საეჭვო ქმედების მქონე მომხმარებლის ბლოკირება.

მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი
პროგრამული პროდუქტი „1C-Bitrix: საიტის მართვა“ საშუალებას იძლევა იმართოს საიტი პროგრამული ენებისა და HTML-ის ცოდნის გარეშე. მომხმარებელს მარტივად შეუძლია დაამატოს ახალი გვერდი, შეცვალოს რაიმე სახის ინფორმაცია და მომენტალურად იხილოს შედეგი საიტზე.

მრავალსაიტიანობა
ერთი პროდუქტის ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას განსხვავებული დიზაინისა და სტრუქტურის მქონე რამდენიმე საიტი,  მაგ.: ერთი საიტი წარმოადგენდეს ინტერნეტ–მაღაზიას, ხოლო მეორე კორპორატიულ საიტს.
1C-Bitrix Site Manager
ინტეგრაცია "აი–ბი–ეს"–ის პროგრამულ პროდუქტებთან
პროდუქტი „1C-Bitrix: საიტის მართვა“  ინტეგრირებულია "1C"-ის ბაზაზე შექმნილ პროგრამულ პროდუქტებთან: "IBS მაღაზია–საწყობი", "IBS დისტრიბუცია", "IBS სუპერმარკეტი", რაც  საშუალებას იძლევა განხორციელდეს:
  • პროგრამული პროდუქტებიდან  ნომენკლატურის, ფასის, ფასის ტიპების, ფასდაკლებების, სურათების, მახასიათებლებისა და ნაშთების იმპორტი
  • საიტიდან პროგრამაში გადავიდეს შეკვეთები მითითებული პერიოდულობით
  • კლიენტის ინფორმირებისთვის გადაეცეს საიტს შეკვეთების დამუშავების შედეგები პროგრამიდან
მაღალი წარმადობა
საიტს შეუძლია შეუფერხებლად მუშაობა მომხმარებელთა მაღალი აქტივობის პირობებში, მაგ.: 3 600 000 ჰიტი დღე–ღამეში.

განახლების ტექნოლოგია "SiteUpdate"
განახლების უსაფრთხო პროცესი საშუალებას იძლევა მომხმარებელმა 1 წლის მანძილზე ზედმეტი თანხობრივი დანახარჯების გარეშე ჩამოტვირთოს პროგრამის ახალი მოდულები ისე, რომ არ დაიკარგოს მანამდე შექმნილი მონაცემები.
1C-Bitrix Site Manager

კოპკოპინეს საიმიჯო საიტი
კოპკოპინეს საიმიჯო საიტი
მეგატექნიკას ინტერნეტ–მაღაზია
მეგატექნიკას ინტერნეტ–მაღაზია
დიპლომატ ჯორჯიას საიმიჯო საიტი
დიპლომატ ჯორჯიას საიმიჯო საიტი
კოპოლივას ინტერნეტ–მაღაზია
კოპოლივას ინტერნეტ–მაღაზია
BDO-ს კორპორატიული საიტი
BDO-ს კორპორატიული საიტი
Yversy - ის ინტერნეტ მაღაზია
Yversy - ის ინტერნეტ მაღაზია
1C-Bitrix Site Manager




წარმატებული პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

10.02.2012
„აი-ბი-ესი“ კომპანია „1C-ბიტრიქსის“ ვებ პროდუქტების გაყიდვებით 2012 წლის იანვრის ლიდერია
კომპანია „აი-ბი-ესი“ „1C-ბიტრიქსის“ ვებ პროდუქტების გაყიდვებით 2012 წლის იანვრის ლიდერი გახდა. ამ წარმატებისთვის კომპანიამ ლიდერის სერტიფიკატი მიიღო და პარტნიორის ვებ-გვერდზე შესაბამისი სტატუსით აღინიშნა.