"აი-ბი-ესი"-ის ვაჭრობის სფეროსთვის განკუთვნილი გადაწყვეტილებები ბიზნეს კომპანიების ეფექტურად მართვის თანამედროვე იარაღია. 1C-ის პროგრამული პროდუქტის - „ვაჭრობის მართვის" ბაზაზე შექმნილი მენეჯერული გადაწყვეტილებები - "IBS მაღაზია-საწყობი", "IBS დისტრიბუცია" და "IBS სუპერმარკეტი" კომპანიებს საშუალებას აძლევს კომპლექსურად განახორციელონ ბიზნეს პროცესების ოპერატიული და მმართველობითი აღრიცხვის ავტომატიზაცია, სავაჭრო საქმიანობის დაგეგმვა და დეტალური ანალიზი.
არსებობის მანძილზე "აი-ბი-ეს"-მა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა და პროგრამული პროდუქტების სხვადასხვა მასშტაბისა და პროფილის კომპანიებში დანერგვის ხანგრძლივი გამოცდილება შეიძინა.
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88












(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions