ბევრი საშუალო და მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც თავის ბიზნესში გარკვეულ წარმატებებს აღწევს, აცნობიერებს ავტომატიზაციის სისტემების დანერგვის აუცილებლობას. თანამედროვე ბიზნესში კონკურენციასთან ბრძოლის უმთავრეს მექანიზმს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც ბიზნესის მართვისათვის ავტომატიზაციის ეფექტური სისტემის დანერგვის გზით მიიღწევა.
როგორც წესი, ავტომობილების ბიზნესში მოღვაწე მსხვილ კომპანიებში ERP სისტემების სრული დანერგვა ხორციელდება, საშუალო მასშტაბის ბიზნეს ერთეულებისათვის კი ავტომატიზაცია აღნიშნული სისტემების ცალკეული მოდულის დანერგვას გულისხმობს. ამის მიუხედავად, ავტობიზნესში არსებობს სპეციფიური მომენტები, რომელთა გათვალისწინებაც ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას სჭირდება. ორგანიზაციაში, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს ისეთი პროგრამული პროდუქტის დანერგვაა საჭირო, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტილი იქნება არამხოლოდ დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ ისეთი საკითხები, რომელიც კონკრეტული სფეროსთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. მაგალითად, აუცილებელია გაფართოებული სასაწყობე აღრიცხვის წარმოება, საწყობის ნომენკლატურასთან მუშაობა ავტომობილის სხვადასხვა მოდელისათვის საჭირო დეტალების გათვალისწინებით; საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა დამატებითი ხარჯების დარიცხვით; კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმება; დოკუმენტბრუნვის, სასაწყობე ნაშთების გამჭვირვალობა და ა.შ.
ტიპიური ავტოდილერისათვის უმნიშვნელოვანეს მომენტებს წარმოადგენს: კლიენტების შეკვეთების შემუშავება; ავტომობილის ისტორიის კონტროლი; ავტონაწილების საწყობის მუშაობის მხარდაჭერა; ავტომობილის ტექნიკური, სერვისული და საგარანტიო მომსახურება. ავტომატიზაციის სისტემის მეშვეობით, კომპანიამ უნდა შეძლოს მისი ბიზნესის მასშტაბების ზრდასთან ერთად გააფართოვოს პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობები. პროგრამა უსათუოდ მასშტაბური უნდა იყოს, რათა გაუმკლავდეს მონაცემთა დიდი მოცულობის ბრუნვასა და მოშორებული წერტილების გაზრდილ რაოდენობას. პროგრამამ მმართველ რგოლს ეფექტური საშუალება უნდა მისცეს ანალიზის, დაგეგმვისა და მართვისათვის.
რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები?
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი უპირატესობები:
მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა და ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.
მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.
მასშტაბურობა
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.
მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და სატელეფონო კონსულტაციებს.
კლიენტები
კომპანია ბრენდი პროდუქტი სექტორი KG ავტომოტივი ![]()
"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო PM მოტორსი 
"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო ავტოსამყარო 2008 
"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო ალფა მოტორსი 
"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო თეგეტა მოტორსი 

"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო იბერია ბიზნეს ჯგუფი 


"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო ჯაოკენი მოტორსი 

"IBS მაღაზია–საწყობი" საცალო
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions