ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის მაღაზიების ავტომატიზაციის დროს გასათვალისწინებელია ის თავისებურებები, რომელიც ამ პროფილის მაღაზიებისთვის არის დამახასიათებელი. თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამაში უსათუოდ უნდა იყოს შესაძლებელი დეტალური ინფორმაციის შეყვანა პროდუქტის შესახებ. მაგალითად, თუკი მაღაზიაში ერთი და იმავე ფირმისა და მოდელის სხვადასხვა ფერის საქონელია, რომელსაც განსხვავებული შტრიხ-კოდი აქვს, პროდუქცია უსათუოდ ცალ–ცალკე უნდა დაფიქსირდეს.

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის მაღაზიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამული პროდუქტი მმართველ რგოლს საშუალებას აძლევდეს არამხოლოდ აღრიცხოს პროდუქცია, არამედ შესაძლებელი იყოს იმგვარი ინფორმაციის მიღება, როგორიცაა ცალკეული პარტიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ფასების ცვლისა და ფასდაკლების პოლიტიკის გათვალისწინებით. საუკეთესო ვარიანტია, თუკი ავტომატიზაციის სისტემა მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საშუალებასაც იძლევა.

საცალო ვაჭრობის ავტომატიზაცია განსაკუთრებით აუცილებელია იმ მაღაზიებისათვის, რომელთაც რამდენიმე სავაჭრო წერტილი აქვთ. ერთიანი სისტემა უზრუნველყოფს ფილიალების კომპლექსურ ურთიერთქმედებას და საშუალებას იძლევა სრულად გაკონტროლდეს ვაჭრობის პროცესი. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის ყველა ელემენტს ერთ სისტემაში უყრის თავს და ეფექტურად და სწრაფად მუშაობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუკი კლიენტი დაინტერესებულია ტანსაცმლის კონკრეტული მოდელით, მაგრამ მაღაზიაში ამ მოდელის საჭირო ზომა აღარ აქვთ, ამ შემთხვევაში, პროგრამის მეშვეობით, გამყიდველს შეუძლია ნახოს არის თუ არა კონკრეტული ზომის მოდელი საწყობში ან ქსელის სხვა მაღაზიაში.

მოდური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის აღრიცხვისათვის განკუთვნილი პროგრამა საშუალებას იძლევა სწრაფად დაფორმირდეს ანგარიშგებები კარგი და ცუდი გაყიდვების შესახებ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ისეთი პროდუქციის განსაზღვრა, რომელზეც მოთხოვნა უფრო მეტი ან ნაკლებია. შედეგად, განისაზღვრება მოთხოვნადი მოდელების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც უსათუოდ უნდა იყოს მაღაზიაში.

მაღაზიებისათვის მნიშვნელოვანია ორიენტირება მუდმივ კლიენტებზე. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები კლიენტების ბარათებს აწარმოებენ, რომლებშიც ფიქსირდება ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის შესახებ. ხშირად მაღაზიები კლიენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლების ბარათს სთავაზობენ, გარდა ამისა, არსებობს ინდივიდუალური მიდგომა ერთგული კლიენტებისადმი, რომელთაც შესაძლოა ინდივიდუალურად დაენიშნოთ გარკვეული ფასდაკლება, გადაეცეთ სასაჩუქრე ან დაგროვებითი ბარათი.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების ავტომატიზაციის სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ვაჭრობის სრული პროცესის ოპტიმიზაცია. პროგრამის შერჩევის დროს უსათუოდ უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც ამ ტიპის სავაჭრო პროცესების სპეციფიკა, ისე ბაზრის თავისებურებანი.

რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები?
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი  უპირატესობები:

მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა  და  ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.

მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.

მასშტაბურობა
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.

მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ  მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და  სატელეფონო კონსულტაციებს.

კლიენტები

კომპანიაბრენდიპროდუქტისექტორი
ალექსი ანდრიოტი
"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
დიკა"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
კოლეზიონე"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
კონან დაუელი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
ლინენსი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
მეგა სპორტი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
სპორტის სამყარო"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო






პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.