უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, სულ უფრო მეტი კომპანია ფიქრობს საწარმოო და სასაწყობე პროცესების ავტომატიზაციაზე. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ამა თუ იმ საწარმოში მზადდება, მაღაზიის დახლზე გამოჩენამდე საკმაოდ დიდ გზას გადის. დისტრიბუციის პროცესი რთულია და სოლიდურ შრომით დანახარჯებთან არის დაკავშირებული. პროდუქტმა რომ მწარმოებლის საწყობიდან მაღაზიაში გადაინაცვლოს, საჭიროა საქმეში მწარმოებლის უფლებამოსილი სავაჭრო პარტნიორი – დისტრიბუტორი ჩაერთოს. ამ უკანასკნელს შეუძლია მწარმოებლისგან პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს, რის სანაცვლოდაც ის ვალდებულია უზრუნველყოს გაყიდვების დიდი მოცულობა. კონკურენცია დისტრიბუტორ კომპანიებს შორის სწორედ ამ ეტაპზე იწყება. ყველა კომპანიას კარგად ესმის, რომ რაც უფრო მეტ პროდუქტს შეიძენს მწარმოებლისგან, მით უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება იგი მწარმოებლისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს გაცილებით დაბალ შესასყიდ ფასზე, ვიდრე კონკურენტ დისტრიბუტორ კომპანიებს.
პირველადი მოხმარების საგნების დისტრიბუციის პროცესში უამრავი ადამიანი მონაწილეობს. ხშირად ათობით და ასობით კვალიფიციური თანამშრომელი დაკავებულია შეკვეთების ფორმირებით. მრავალსაფეხურიანი მუშაობა დილერებთან, შემდეგ ტვირთის გადატანა და მიწოდება საწყობებისათვის, თითოეული სავაჭრო წერტილის საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების გაფორმება მაღაზიაში მიწოდებაზე, ფინანსური ნაკადების კონტროლი, სპეციალური აქციების ორგანიზება, წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზების შესწავლა. ეს ის ეტაპებია, რომელიც უმნიშვნელოვანესია დისტრიბუტორი კომპანიისათვის. გაზრდილი ბრუნვების გამო, კომპანიების მიერ წლების წინ ხელით შრომაზე მორგებული სქემები ასეთ შრომატევად საქმეს ვეღარ უმკლავდება, იზრდება შეცდომების რაოდენობა და იქმნება ბიზნესის არაობიექტური სურათი. დისტრიბუტორი კომპანიის ხელმძღვანელს კი სჭირდება დეტალური ინფორმაცია მისი ბიზნეს პროცესების შესახებ, რისი მიღებაც მან ოპერატიულ რეჟიმში უნდა შეძლოს.
რა თქმა უნდა, სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თუკი კომპანიის მენეჯმენტი გაანალიზებს, რომ მას უსათუოდ სჭირდება ავტომატიზაციის სისტემა, რომლითაც ის შეძლებს დეტალურად გაეცნოს მიმდინარე ბიზნეს პროცესებს. კომპანიისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო აგენტების ქსელის კონტროლი, რისთვისაც ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მათი ჯიბის პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვა, რაც მმართველ რგოლს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს სავაჭრო აგენტების დაგეგმილი მარშრუტები, დავალიანება დაინახოს სავაჭრო წერტილის, კონკრეტული სავაჭრო აგენტისა და ბრენდის ჭრილში, განსაზღვროს თუ რომელ პროდუქტზეა უფრო მეტი ან ნაკლები მოთხოვნა, აკონტროლოს მინიმალური ნაშთი.
ბიზნეს პროცესების მოქნილობისა და მუშაობის გამარტივებული სქემის შესაქმნელად აუცილებელია მართვის ავტომატიზაციის სისტემების დანერგვა. ამ სისტემების მეშვეობით უნდა განხორციელდეს მონაცემთა სინქრონიზაცია დისტრიბუტორ კომპანიასა და სავაჭრო აგენტს შორის, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მონაცემთა დაკარგვის ალბათობა, უნდა შემცირდეს ანგარიშგებების ფორმირებისათვის საჭირო დრო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა გაიზარდოს მობილური სავაჭრო აგენტების პრესტიჟი და ლოიალობა.
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი უპირატესობები:
მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა და ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.
მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.
მასშტაბურობა
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.
მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და სატელეფონო კონსულტაციებს.
კლიენტები
| კომპანია | ბრენდი | პროდუქტი | სექტორი |
| ალიანსი საქართველო | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია | |
| დიპლომატ ჯორჯია | ![]() | "IBS დისტრიბუცია"
"IBS ბუღალტერია" | დისტრიბუცია |
| ქერასუსი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| შარმ ტრეიდინგი | ![]() ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია
ბუღალტერია |
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88








(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions