მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად სფეროდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია, სამშენებლო კომპანიებში ავტომატიზაციის სისტემები ნაკლებად გამოიყენება. რაც უფრო დიდია ბიზნესი, მით მეტია ბიზნეს ოპერაცია, ამ ოპერაციებში ჩართული ადამიანები, დოკუმენტბრუნვა და შეცდომების დაშვების ალბათობა. ამ სიტუაციაში მაქსიმალური მოქნილობისა და ბრუნვის მაღალი ხარისხის მიღწევა ბიზნეს ოპერაციების ოპტიმიზაციის სისტემების მეშვეობით შეიძლება.

სამშენებლო მასალებით ვაჭრობის კომპლექსური ავტომატიზაცია უმნიშვნელოვანესია ყველა იმ კომპანიისათვის, რომელიც მშენებლობის მიმართულებით მოღვაწეობს. სამშენებლო კომპანიების მიერ ავტომატიზაციის სისტემის გამოყენების უმთავრეს მიზეზებს წარმოადგენს სამშენებლო ორგანიზაციებისადმი გაზრდილი მოთხოვნები, კონკურენციის მატება, მმართველი რგოლის სურვილი გააძლიეროს კონტროლი სამშენებლო მასალების რეალიზაციის პროცესზე და სხვა.

მართვისა და აღრიცხვის კარგი სისტემის მეშვეობით მიიღწევა სამშენებლო მასალების მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციის ავტომატიზაცია, საწყობისა და სავაჭრო დარბაზის ინვენტარიზაცია, გადაადგილების, შეკვეთების ფორმირება, საქონლის გაფორმება და ა.შ. მშენებლობის სფეროში, ისევე, როგორც ზოგადად, ნებისმიერ ბიზნესში, მნიშვნელოვანია შეცდომებისა და დროითი დანახარჯების შემცირება, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და სრული კონტროლი ბიზნესზე.


რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები? 
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი  უპირატესობები:

მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა  და  ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.

მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.

მასშტაბურობა 
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.

მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ  მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და  სატელეფონო კონსულტაციებს.


კლიენტები

კომპანიაბრენდიპროდუქტისექტორი
ალბატროსი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
ბი–ემ–სი ჯგუფი
"IBS მაღაზია–საწყობი"
საცალო
ბილდ მენეჯმენტი"IBS ბუღალტერია"საცალო
გორგია"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
ეკო ცემენტი"IBS ბუღალტერია"საცალო
ინსტა"IBS მაღაზია–საწყობისაცალო
კლასენ ლაინი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
კნაუფ მარკეტინგ თბილისი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო
უნივერსალი"IBS მაღაზია–საწყობი"საცალო







პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.