დღეს კვების პროდუქტებითა და სასმელებით ვაჭრობის სფერო აქტიურად უმკლავდება საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნებს და ამ პირობებში ბიზნეს პროცესების სამართავად კომპანიებს უსათუოდ სჭირდებათ მართვის ეფექტური ტექნოლოგიები. ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიას აქვს საწყობი ან საწყობები, რომელთა მართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სისტემის გამოყენება, რომელიც პარალელურად, დისტრიბუციის პროცესის ავტომატიზაციისთვისაც მოსახერხებელი იქნება. საწყობის ავტომატიზაციის ჭრილში, მსგავსი გადაწყვეტილებების დანერგვის უმთავრეს მიზეზს საბაზო პრობლემები (ინფორმაციის მიღების საჭიროება, პროდუქციის დაკარგვის თავიდან აცილება, თანამშრომელთა კონტროლი) წარმოადგენს. ნებისმიერ მენეჯმენტს სურს შექმნას "გამჭვირვალე" საწყობი, რათა დაინახოს რეალური ნაშთი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საჭირო ხდება საქონლის გადანაწილება შეკვეთების მიხედვით. საწყობში პროდუქციის კონკრეტული პარტიისა და თუნდაც საქონლის კონკრეტული ერთეულის მდებარეობის ცოდნა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ზუსტად განხორციელდეს კვების პროდუქტების ვარგისიანობის ვადის კონტროლი. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიების მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის პრომო აქციების მართვა, ფასდაკლებების დანიშვნის შესაძლებლობა, რაც ავტომატიზაციის სისტემის მეშვეობით მარტივად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს.
საწყობის მართვის ეფექტურობის ზრდის ამოცანა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიების წინაშე დგას, უფრო ხშირად ერთნაირია, მაგრამ თითოეულ პროფილს თავისი სპეციფიურობა ახასიათებს. სადისტრიბუციო კომპანიისთვის უმთავრეს ფაქტორს მომწოდებლებისა და კლიენტების დიდი რაოდენობა წარმოადგენს, რაც უდიდეს გავლენას ახდენს საწყობისა და დისტრიბუციის პროცესის მუშაობაზე. რაც უფრო დიდია მომწოდებლებისა და კლიენტების რაოდენობა, მით მეტია საწყობის მუშაობის ინტენსივობა, მეტია შეკვეთა, ასევე გაფორმებული დოკუმენტების რაოდენობა, ნაკლებია დრო აღრიცხვის პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობის პროცესი მაღალ ხარისხსა და სკურპულოზურ სიზუსტეს მოითხოვს.
საკვები პროდუქტებისა და სასმელებით ვაჭრობის სფეროში არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტრიბუციის პროცესის ეფექტური მართვა. ხშირ შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სავაჭრო აგენტების, მერჩენდაიზერების, სუპერვაიზერების აღჭურვას ჯიბის პერსონალური კომპიუტერებით (PPC), რათა საწყობმა ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა ოპერაციის შესახებ. მმართველ რგოლს შეუძლია სრულად აკონტროლოს იმ თანამშრომლების მუშაობა, რომლებიც ოფისში არ იმყოფებიან. სავაჭრო აგენტების მარშრუტების დაგეგმვა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა არამხოლოდ სავაჭრო აგენტების საქმიანობის კონტროლის, არამედ სხვა სახის დანახარჯების შემცირებისათვის. მაგალითად, თუკი დისტრიბუტორმა წინასწარ იცის თუ რომელ კონტრაგენტებთან უნდა მიიტანოს პროდუქტი, მას არ უწევს დღის მანძილზე რამდენჯერმე გადაადგილება ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში და შესაბამისად, მცირდება დანახარჯები საწვავსა და ავტომობილის ამორტიზაციაზე.
მობილური ვაჭრობა კომპანიის ავტომატიზაციის საერთო სისტემის ნაწილია, რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბიზნესის სრული სურათის მისაღებად. ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი ინტეგრაცია ოფისის პროგრამასთან, რომელთანაც ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია როგორც დროის რეალურ რეჟიმში, ისე დღის ბოლოს, Wi-Fi ტექნოლოგიის ან USB მიერთების მეშვეობით. ავტომატიზაციის ეფექტური სისტემა სადისტრიბუციო კომპანიას საშუალებას მისცემს გაუმკლავდეს გაზრდილ მოთხოვნებს და სწორად აწარმოოს მონაცემთა ნაკადების მართვა.
რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები?
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი უპირატესობები:
მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა და ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.
მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.
მასშტაბურობა
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.
მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და სატელეფონო კონსულტაციებს.
| კომპანია | ბრენდი | პროდუქტი | სექტორი |
| ალიანსი საქართველო | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია | |
| არგო დისტრიბუშენი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| გდ ალკო | ![]() ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| გეო ფუდი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| გომი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| დელი კომი | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია | |
| დიონისე | "IBS ბუღალტერია" | დისტრიბუცია | |
| დიპლომატ ჰოლდინგი | ![]() ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| ვაკა | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| ლიდერფუდი | ![]() | "IBS დისტრიბუცია"
| დისტრიბუცია |
| მეგაკო | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| სანტე | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| სუფთა წყალი | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია | |
| უნი ტრეიდინგი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| უნივერსამ გრუპი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| შარმ ტრეიდინგი | ![]() | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| ჯეოტეკი | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია | |
| წისქვილკომბინატი | "IBS ბუღალტერია" | დისტრიბუცია |
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88


















(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions