სწორად შერჩეულ ავტომატიზაციის სისტემას შეუძლია მყიდველისთვის მაღაზია უფრო მიმზიდველი, ხოლო მფლობელისთვის გაცილებით მაღალშემოსავლიანი გახადოს. ტექნოლოგიები, რომელთაც საცალო ვაჭრობის ავტომატიზაციისთვის იყენებენ, მუდმივად ვითარდება. კლიენტი უკვე მიჩვეულია, რომ მაღაზიაში მისულს სასურველი პროდუქტი დახვდება და მისი შეძენა ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. საცალო ვაჭრობაში ავტომატიზაციის საფუძველს პროდუქტისთვის შტრიხ-კოდის მინიჭება წარმოადგენს. შტრიხ-კოდი უნიკალური კოდია, რომლის მიხედვითაც პროდუქტის სახეობა განისაზღვრება. მისი წაკითხვის შედეგად, ავტომატიზაციის სისტემა მონაცემების აღრიცხვასა და ანალიზს აწარმოებს.
დღეს ბიზნესის მართვის პროგრამები არანაკლებ სჭირდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას უწევენ. მომსახურების აღრიცხვის შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისათვის, რომლებიც კლიენტებს პროდუქტებთან ერთად მომსახურებასაც სთავაზობენ, რადგან ავტომატიზაციის სისტემების მეშვეობით მათ საშუალება ეძლევათ განახორციელონ ბიზნესის კომპლექსური ავტომატიზაცია.
ავტომატიზაციის ნებისმიერი პროგრამა შესაძლებელია პირობითად უნივერსალურ, სპეციალიზებულ და შერეულ კატეგორიებად დავყოთ. არსებობენ უნივერსალური პროგრამები (ბუღალტრული, სააღრიცხვო, სასაწყობე), რომელთა უმთავრეს უპირატესობას ხელმისაწვდომი ფასი წარმოადგენს, თუმცა ამგვარი პროგრამები შეზღუდულნი არიან ბიზნეს ოპერაციების შესრულების დროს. თუკი გადაწყვეტილება სპეციალიზებულია (მაგალითად, ერთი კონკრეტული სფეროსთვის) ის უსათუოდ შეიცავს აუცილებელი ამოცანების გადაჭრის ეფექტურ მექანიზმს, უზრუნველყოფს ოპერაციების წარმადობასა და მოსახერხებელია მომხმარებლისათვის, თუმცა მათ ხანდახან შესაძლოა ჰქონდეთ მასშტაბურობასთან დაკავშირებული პრობლემები. ავტომატიზაციისათვის ხშირად გამოიყენება შერეული პროგრამები, რომლებიც ერთ უნივერსალურ ბაზაზე შექმნილ სპეციალიზებულ პროგრამებს წარმოადგენს, მაგალითად ისეთს, როგორიც 1C-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამებია. ამ ტიპის გადაწყვეტილებები ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობებით ხასიათდებიან და მომხმარებელს აღრიცხვის უნივერსალური სისტემის წარმოების საშუალებას აძლევენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ უკანასკნელ წლებში, სავაჭრო კომპანიები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მომსახურების ხარისხის ზრდას. ავტომატიზაციის უმთავრეს მიზანსაც საწყობის მუშაობის ოპტიმიზაცია, გაყიდვების მოცულობისა და ბრუნვის ზრდა, დანახარჯების შემცირება, მარკეტინგული პოლიტიკის გაუმჯობესება, მმართველობითი პროცესების სრულყოფა წარმოადგენს. რაც უფრო სრულყოფილია ავტომატიზაციის სისტემა, მით უფრო წარმატებულია ბიზნესი.
რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები?
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი უპირატესობები:
მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა და ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.
მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.
მასშტაბურობა
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.
მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და სატელეფონო კონსულტაციებს.
| კომპანია | პროდუქტი | სექტორი |
| ბერლინ ქიმია | "IBS ბუღალტერია" | დისტრიბუცია |
| ბი და ჯი | "IBS დისტრიბუცია" | დისტრიბუცია |
| ლევორი | "IBS დისტრიბუცია"
"IBS ბუღალტერია" | დისტრიბუცია |
| ვიდეოსერვისი საქართველო | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| კომპიუტერლენდი | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| ოფის ლაინი | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions