დღეს საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოთხოვნა პირადი ჰიგიენის საშუალებების ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა. გამძაფრებული კონკურენციის პირობებში პირადი ჰიგიენის საშუალებების დისტრიბუტორი კომპანიები ხვდებიან, რომ მათ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს არა პროდუქტის გაყიდვა მაღაზიაში, არამედ გაყიდვა საბოლოო მომხმარებელზე მაღაზიის მეშვეობით. ეს პრინციპულად ცვლის მუშაობის ტექნოლოგიას, რის გამოც ბევრმა კომპანიამ უკვე აქტიურად დაიწყო სავაჭრო აგენტებისა და მერჩენდაიზერების გამოყენება.

სადისტრიბუციო კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, რომ ავტომატიზაციის სისტემის მეშვეობით შესაძლებელი გახდეს საწყობისა და სავაჭრო აგენტების ქსელის მართვა, შემცირდეს შეცდომების დაშვების ალბათობა, განხორციელდეს სავაჭრო აგენტების მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათ მიერ შექმნილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის სწრაფი შეტანა კომპანიის ბაზაში, მიღწეულ იქნას შეკვეთების შესრულების სიზუსტე და სისწრაფე, საწყობში დარჩენილი საქონლის ოპტიმიზაცია შეკვეთების დროული მიღებისა და საქონლის ოპერატიული გადატვირთვის ხარჯზე და სხვა.

სადისტრიბუციო კომპანიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრომო-აქციების მეშვეობით გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს და კლიენტების ლოიალობას გაზრდის. პრომო-აქცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია საწყობში არსებული ზედმეტი პროდუქტისგან თავის დასაღწევად. თუკი კომპანია ბაზრის ლიდერს წარმოადგენს, ამ ტიპის აქციის მეშვეობთ მას შეუძლია შეინარჩუნოს პროდუქტის იმიჯი კლიენტის თვალში. სადისტრიბუციო კომპანიებს ხშირად აქვთ პრომო-აქციები, რომელთა აღრიცხვაც უსათუოდ უნდა იყოს გათვალისწინებული ავტომატიზაციის სისტემაში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ფასდაკლებების დანიშვნის შესაძლებლობა ამა თუ იმ პროდუქტზე ან კონკრეტული კლიენტისათვის.

სადისტრიბუციო კომპანიაში ბიზნეს პროცესების მოქნილობისა და მუშაობის გამარტივებული სქემის შესაქმნელად მართვის ავტომატიზაციის სისტემების დანერგვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ სისტემების მეშვეობით უნდა განხორციელდეს მონაცემების ოპერატიული დამუშავება, შესაძლებელი უნდა გახდეს კომპანიის მდგომარეობისა და საქმიანობის სრული ანალიზის განხორციელება, დავალიანების კონტროლი სავაჭრო წერტილის, კონკრეტული სავაჭრო აგენტისა და ბრენდის ჭრილში, განისაზღვროს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, მმართველ რგოლს საშუალება უნდა მიეცეს ერთიანი სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით ცენტრალიზებულად განახორციელოს ბიზნეს პროცესების მართვა.


რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები? 

კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი  უპირატესობები:

მართვის პროცესების გაუმჯობესება
 “აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა  და  ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.

მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.

მასშტაბურობა 
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.

მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ  მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და  სატელეფონო კონსულტაციებს.




კლიენტები

კომპანიაბრენდიპროდუქტისექტორი
ზებრა IG"IBS დისტრიბუცია"დისტრიბუცია
IGI ჯგუფი"IBS დისტრიბუცია"დისტრიბუცია
კალინა ჯორჯია"IBS დისტრიბუცია"დისტრიბუცია




პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.