საცალო თუ საბითუმო ვაჭრობით დაკავებული ნებისმიერი კომპანია მიისწრაფვის საკუთარი ბიზნეს-პროცესების ადეკვატური ავტომატიზაციისაკენ. საყოფაცხოვრებო თუ ელექტროტექნიკით ვაჭრობის სფეროში საჭიროა ავტომატიზაციის ისეთი სისტემის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც ეფექტური აღრიცხვის წარმოება გახდება შესაძლებელი. აღრიცხვის დროს, ისევე, როგორც სხვა სფეროების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ტექნიკით ვაჭრობის სპეციფიკა. მაგალითად, მობილური ტელეფონებით ვაჭრობის დროს მნიშვნელოვანია ტელეფონების აღრიცხვა სერიული ნომრების (IMEI) მიხედვით. მაღაზიაში მიღების დროს, თითოეულ ტელეფონს უნიკალური სერიული ნომერი ენიჭება და მისი შემდგომი მოძრაობა - რეალიზაცია, გადაადგილება, დაბრუნება - წარმოებს თითოეული სერიული ნომრისათვის. ამასთან, მაღაზიისთვის მნიშვნელოვანია, რომ IMEI კოდის წაკითხვა შტრიხ-კოდის სკანერმა შეძლოს.
საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტროტექნიკის საცალო ვაჭრობის წერტილი მოითხოვს აღრიცხვის წარმოებას ბრენდების, მოდელების, ფერისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. ამ ტიპის ბიზნესის მენეჯმენტისათვის მნიშვნელოვანია ანგარიშგებების მიღება როგორც ზოგადად გაყიდვების, ისე კონკრეტული მოდელის გაყიდვების ჭრილში. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექნიკით მოვაჭრე კომპანიას ცალცალკე იურიდიული პირის სახით, დილერები ჰყავს, რომლებთან მიმართებაშიც კომპანიას ხშირად აინტერესებს ანგარიშის ცალცალკე წარმოება და სრული დებიტორული დავალიანების ნახვა.
ავტომატიზაციის სისტემის მეშვეობით შესაძლებელი უნდა გახდეს სასაწყობე ნაშთებისა და მათი გადაადგილების სრული კონტროლი, საცალო ვაჭრობის წერტილის ოპტიმიზაცია და მყიდველისთვის მოსახერხებელი პირობების შექმნა. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ორი ან მეტი მაღაზია აქვს და ერთ-ერთ მაღაზიაში შესულ კლიენტს მისთვის სასურველი ტექნიკა არ დახვდება, გამყიდველმა უნდა შეძლოს, მისი ქსელის სხვა მაღაზიაში გადამისამართება. რაც შეეხება მენეჯმენტს, მისთვის უმნიშვნელოვანესია ოფისიდან მაღაზიების ქსელისა და საწყობების კონტროლი, რათა სრულ ინფორმაციას ფლობდეს მიმდინარე ბიზნეს პროცესების შესახებ.
რატომ ჩვენი კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები?
კომპანია “აი-ბი-ესი” გთავაზობთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ეფექტურ სისტემებს, რომლებიც შექმნილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა "1C"-ის პროგრამული პროდუქტების ბაზაზე. გადაწყვეტილებები წარმატებით არის დანერგილი საქართველოში არსებულ სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის ბიზნეს ორგანიზაციებში. “აი-ბი-ეს”-ის გადაწყვეტილებების უმთავრესი უპირატესობები:
მართვის პროცესების გაუმჯობესება
“აი-ბი-ეს”-ის ყველა პროგრამული პროდუქტი ქსელურია, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად განხორციელდეს ბიზნეს პროცესების მართვა და ბიზნესის სრული სურათის ოპერატიულ რეჟიმში მიღება.
მოქნილობა
“აი-ბი-ეს”-ის გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ესა თუ ის პროდუქტი მოარგონ კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს და გადაწყვეტილებები ფუნქციონალურად გააფართოვონ საჭიროებისამებრ.
მასშტაბურობა
კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებები – “IBS სუპერმარკეტი”, “IBS დისტრიბუცია”, “IBS მაღაზია-საწყობი” და “IBS პერსონალი” დაკავშირებულია გადაწყვეტილება “IBS ბუღალტერიასთან”, რაც ავტომატიზაციის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას იძლევა.
მხარდაჭერა
კომპანია “აი-ბი-ეს”-ს ჰყავს გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი, რომელიც დახმარებას გაგიწევთ ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის დანერგვისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების დროს. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას – მომსახურების პაკეტებსა და სატელეფონო კონსულტაციებს.
კლიენტები
| კომპანია | ბრენდი | პროდუქტი | სექტორი |
| ზახარი | | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| ივერსი | ![]() ![]() | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| მეგატექნიკა | ![]() | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| ნოკიას სერვის ცენტრი | ![]() | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| საგაიმპექსი | ![]() ![]() | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| ტექნოსერვისი | ![]() ![]() | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| ულტრატექნიკსი | | "IBS მაღაზია–საწყობი" | საცალო |
| ფრანკე კავკასუსი | "IBS მაღაზია–საწყობი"
"IBS ბუღალტერია" | საცალო |
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88












(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions