პროგრამული პროდუქტების   მუშაობის ოპტიმიზაციისათვის კომპანია „აი–ბი–ესი“  მუდმივად ახორციელებს  მომხმარებელთა მხარდაჭერას. მომსახურების უმთავრესი მიზანია იმ პრობლემების ოპერატიული  გადაჭრა, რომელიც პროგრამული გადაწყვეტილებების ექსპლუატაციის დროს ჩნდება. კლიენტს საშუალება ეძლევა საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში დარეკოს კომპანიაში და დასვას ნებისმიერი სირთულის შეკითხვა, მაგალითად “როგორ გავაფორმო შემოსვლის დოკუმენტი”, “როგორ დავნიშნო ფასდაკლება კონკრეტულ კლიენტზე” და ა.შ.  გარდა ამისა, მას შეუძლია მიიღოს ერთჯერადი, სერვისული მომსახურება ან ისარგებლოს გარანტირებული სერვისით და გახდეს "აი–ბი–ეს"–ის მომსახურების პაკეტის მომხმარებელი.

ჩვენი პროგრამული გადაწყვეტილებების პრეზენტაციები საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ თითოეული პროდუქტის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს.

აქტუალური კითხვები  კი მოგაწვდით  ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.




პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.