მხარდაჭერის მომსახურების მიღება შეგიძლიათ როგორც გამოყოფილი, მრავალარხიანი სატელეფონო ხაზის– 188 288, ისე ელექტრონული ფოსტის support@ibs.ge მეშვეობით. თქვენს შეკითხვებს კონსულტანტები უპასუხებენ, რომელთაც დამკვეთ კომპანიებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.
პასუხს თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე ოპერატიულად მიიღებთ. თუკი შეკითხვა არ არის ზოგადი ხასიათის და შეეხება პროგრამაში შეტანილ ცვლილებებსა და თქვენი კომპანიის აღრიცხვის თავისებურებებს, კონსულტანტი ჩაიწერს შეკითხვას და გიპასუხებთ 1 საათის განმავლობაში.
მხარდაჭერის მომსახურების მიღების პირობები
- მხარდაჭერის მომსახურების სატელეფონო ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00–დან 18:00 საათამდე. ზარი უფასოა
- მხარდაჭერის მომსახურების მიღება შეუძლია ყველა იმ კომპანიას, რომელიც სარგებლობს „აი–ბი–ეს“–ის პროგრამული პროდუქტებით
- მხარდაჭერის მომსახურება არ გულისხმობს კლიენტის დისტანციურ სწავლებას ტელეფონის საშუალებით
- მომსახურების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული კონსულტაციები პროგრამირების საკითხებზე
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions