სასწავლო კურსების პროგრამა შემუშავებულია პროგრამული გადაწყვეტილებების დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით. თეორიული ნაწილის გარდა, სასწავლო კურსი პრაქტიკული დავალებების შესრულებას ითვალისწინებს, რაც მსმენელებს პროგრამების უკეთ შესწავლაში ეხმარება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტესტირება ტარდება და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კურსებს მაღალკვალიციფიური სპეციალისტები უძღვებიან, რომლებიც მუდმივად მუშაობენ კურსის სრულყოფასა და სწავლების ეფექტური მეთოდოლოგიის შემუშავებაზე.
![]() | ![]() |
![]() | ![]() |
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.

(+995 32) 218 81 88








(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions