„IBS ბუღალტერიის“ ადმინისტრატორი მომხმარებლის კურსი ითვალისწინებს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალობის, ასევე მენეჯერული მართვის ელემენტების შესწავლასა და ბუღალტრული ოპერაციების დაფიქსირებას პროგრამულად. კურსი ორიენტირებულია მონაცემთა პროგრამულად დამუშავების პრაქტიკული უნარ–ჩვევების ფორმირებაზე.
თითოეული ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული მასალის მიწოდება და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.
თემა 1: პროგრამასთან მუშაობის დაწყება, საწყისი მონაცემების დაფიქსირება და ფასწარმოქმნა
ინტერფეისის განხილვა; ცნობარების შევსება: საკუთარი ორგანიზაციის, ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების, საწყობების, კლიენტებისა და საქონლის დაფიქსირება; ვალუტების, საზომი ერთეულებისა და ბანკების დამატება შესაბამისი კლასიფიკატორებიდან; კონტრაგენტებთან (კლიენტებთან) ანგარიშსწორების აღრიცხვის ანგარიშების აწყობა; ნომენკლატურის (საქონლისა და მომსახურების) აღრიცხვის ანგარიშების აწყობა; ნომენკლატურის ფასების ტიპების შექმნა და ფასების დადგენა, ანგარიშთა გეგმისა და სუბკონტოების მნიშვნელობის არსის განხილვა.
თემა 2: დოკუმენტების აღწერა და შესყიდვების მართვა
დოკუმენტების ზოგადი დანიშნულება და აღწერა; ძირითადი რეკვიზიტების, ინსტრუმენტების პანელის განხილვა; მონაცემთა ექსპორტი Excel–ის ფაილში; შესყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის ფორმირება: საქონლის შემოსვლის (შესყიდვის) დაფიქსირება, დამატებითი ხარჯების დარიცხვა, განბაჟების დოკუმენტის გაფორმება, ანგარიშ–ფაქტურის შეყვანა; დოკუმენტების ასახვა როგორც ბუღალტრულ, ასევე საგადასახადო აღრიცხვაში; გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.
თემა 3: საწყისი ნაშთების დასმა, გაყიდვების მართვა და სასაწყობე ოპერაციები
საწყისი ნაშთების დასმა როგორც ხელით გატარებით, ასევე დოკუმენტებით; გაყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების ფორმირება და საბეჭდი ფორმების (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ–ფაქტურა) დათვალიერება; საქონლის გადაადგილება, ინვენტარიზაციის დოკუმენტის გაფორმება და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი გადახრების (ნამატისა და დანაკლისის) გასწორება შესაბამისი დოკუმენტების მეშვეობით; მომავალი პერიოდის გასავლების დაფიქსირება; საწყობების მიხედვით საქონლის ნაშთის ამსახველი ანგარიშგების აწყობა და განხილვა.
თემა 4: სალაროს ოპერაციები
სალაროს დოკუმენტების ჟურნალის განხილვა; სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაფორმება ოპერაციის ტიპების მიხედვით; საბეჭდი ფორმები; საავანსო ანგარიშგების გაფორმება; ნაღდი ფულის შიდა გადაადგილება; ნაღდი ფულის მიღება ბანკიდან; გატარებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.
თემა 5: საბანკო ოპერაციები
საბანკო დოკუმენტების ჟურნალის განხილვა; საგადახდო დავალება შემომავალი და გამავალი ოპერაციის ტიპების მიხედვით; საბეჭდი ფორმები; საავანსო ანგარიშგების გაფორმება, ანგარიშვალდებული პირის მიერ ავანსად გაცემული თანხის გახარჯვა და პროგრამულად შესაბამისი ოპერაციის დაფიქსირება; ფულადი სახსრების კონვერტაცია; გატარებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.
თემა 6: ძირითადი საშუალებები
ძირითადი საშუალებების ცნობარი, ჯგუფური დამატების შესაძლებლობა; ძირითადი საშუალებების შეძენა, მათი აღრიცხვაზე აყვანა: ექსპლუატაციაში გაშვება და ამორტიზაციის დარიცხვა; ძირითადი საშუალებების გადაადგილება; ძირითადი საშუალებების მოდერნიზაცია; ძირითადი საშუალებების გაყიდვა; გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება, ძირითად საშუალებებზე ინფორმაცია საგადასახადო ჯგუფების მიხედვით.
თემა 7: არამატერიალური აქტივები
არამატერიალური აქტივების შემოსვლა, მათი აღრიცხვაზე აყვანა; არამატერიალური აქტივების გაყიდვა; გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.
თემა 8: ხელფასები
ფიზიკური პირების, თანამშრომლებისა და თანამდებობების ამსახველი ცნობარების განხილვა; ორგანიზაციაში სამუშაოზე მიღება; საკადრო გადაადგილება, ხელფასის ცვლილება და ორგანიზაციიდან გათავისუფლება; ხელფასის დარიცხვა, ფულადი სახსრების გაცემის ხასიათი: ავანსი, ანაზღაურება; გეგმიური დარიცხვები: პრემია, დაზღვევა, იჯარა, გამოქვითვები, დაკავებები; ხელფასის ასახვა აღრიცხვაში; საშემოსავლო გადასახადების გადახდა; სალაროდან და საბანკო ანგარიშიდან თანხის გაცემა და ამ დოკუმენტების ჯგუფურად ფორმირება; დეპონირება; ორგანიზაციის ქვეგანყოფილებების მიხედვით თანამშრომლების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება; ანგარიშსწორების ფურცელი; გაცემული თანხებისა და დაკავებების უწყისი.
თემა 9: წარმოება
წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის განხილვა.
თემა 10: თვის დახურვა და ანგარიშგებების განხილვა
ანგარიშგებების აწყობა, ფილტრაცია და მათი ფორმირება; თვის დახურვა, რეგლამენტირებული ანგარიშგებები (საგადასახადო დეკლარაციები: დღგ–ის ფორმა, საშემოსავლოს ფორმა).
თემა 11: გავლილი მასალის შეჯამება
გავლილი მასალის შეჯამება და მსმენელთა მიერ დასმული კითხვების განხილვა.
თემა 12: ადმინისტრირება
„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.
კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.
08.03.2012
კომპანია "აი-ბი-ესი" IT მომსახურებას სთავაზობს
კომპანია „აი-ბი-ესი“ გთავაზობთ IT მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია როგორც ქსელური ისე სისტემური სერვისების მიღება. ჩვენ ვახორციელებთ კორპორატიული IT ინფრასტრუქტურის რეგულარულ მონიტორინგს და ვუზრუნველყოფთ მის მდგრადობასა და საიმედოობას.

(+995 32) 218 81 88




(+995 32) 218 81 88 ოფისი
© IBS 2004-2012 Integrated Business Solutions