კურსი ითვალისწინებს "IBS სუპერმარკეტის" შესწავლას როგორც მომხმარებლის, ისე ადმინისტრატორისა და მოლარის დონეზე. ტრენინგების ფარგლებში გათვალისწინებულია მენეჯერული მართვის კომპონენტების: შესყიდვების, გაყიდვების, მარაგების, ფულადი სახსრების, ფასწარმოქმნისა და საცალო ვაჭრობის გაცნობა. თითოეული ტრენინგი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისაგან. "IBS სუპერმარკეტის" ადმინისტრატორი მომხმარებლის კურსი ითვალისწინებს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალური მახასიათებლების, ასევე ადმინისტრირებისა და მოლარის ინტერფეისთან მუშაობის სპეციფიკის შესწავლას.

ადმინისტრატორი მომხმარებლის სასწავლო პროგრამა:

თემა 1: საწყისი მონაცემების განხილვა და პროგრამასთან მუშაობის დაწყება
პროგრამაში საკუთარი ორგანიზაციისა და ორგანიზაციული მოთხოვნების დაფიქსირება; მენეჯერული და პროგრამული მართვის ვალუტების მითითება; კლიენტების, მომწოდებლებისა და საქონლის ჩამონათვალის შეტანა.


თემა 2: შესყიდვების მართვა
შესყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; შეკვეთებისა და შესყიდვების დოკუმენტების შესწავლა; დამატებითი ხარჯებისა და განბაჟების დოკუმენტების გაფორმება და გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.


თემა 3: ფასწარმოქმნა
ორგანიზაციული ფასის ტიპების დაფიქსირება პროგრამაში; კონკურენტებისა და მომწოდებლების ფასის ტიპების შექმნა; საქონელზე საცალო და საბითუმო ფასების დადგენა; ფასდაკლების დანიშვნა საქონლისა და კლიენტის მიხედვით.


თემა 4: გაყიდვების მართვა
გაყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; შეკვეთებისა და გაყიდვების, ასევე კლიენტის მიერ საქონლის რეზერვირებისა და განთავსების დოკუმენტების შესწავლა და მათ საფუძველზე ანალიზური ინფორმაციის მიღება.


თემა 5: მარაგების მართვა
სასაქონლო ნაშთებისა და მათი გადაადგილების კონტროლი; შიდა შეკვეთების გაფორმება, ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისებისა და ნამეტების გასწორება; მარაგების შესახებ ნებისმიერი ანალიზური ინფორმაციის მიღება თვითღირებულებით, როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ მაჩვენებლებში.


თემა 6: ფულადი სახსრები
ფულადი სახსრების შემოსავლებისა და გასავლების მართვა როგორც საბანკო, ისე ნაღდი ოპერაციების – სალაროს ორდერებისა და საგადახდო დავალებების მიხედვით; ნაღდი ფულის შიდა გადაადგილება და ანალიზური ინფორმაციის მიღება გაფორმებული დოკუმენტების მიხედვით.


თემა 7: დაგეგმვა
შემდეგი დოკუმენტების გაფორმება – შესყიდვებისა და გაყიდვების გეგმები, დაგეგმვის დამხმარე, მოთხოვნილების ფორმირება, შესყიდვების კალენდარული გეგმის შედგენა, შეკვეთის წერტილის დაყენება.


თემა 8: საცალო ინტერფეისი და საცალო ოპერაციები
პროგრამის სენსორული ინტერფეისის სრულყოფილი განხილვა; ინტერფეისზე არსებული ყველა ღილაკის ფუნქციონალობის შესწავლა; პროგრამის Back office-ში საცალო ინტერფეისში განხორციელებული ოპერაციების შემოწმება და საცალო ოპერაციების ყველა ელემენტის კონტროლი და ანალიზი.


თემა 9: ადმინისტრირება
სერვისული ფუნქციების სრულყოფილად განხილვა; მომხმარებლის დამატება–აწყობა, მისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება, შეზღუდვა და პაროლის დანიშვნა; დოკუმენტებისა და ცნობარების ჯგუფური დამუშავებები; განმეორებადი ელემენტების ძებნა და შეცვლა; Excel-დან მონაცემების გადატანა; ინფორმაციული ბაზის დამატება, არქივაცია და ჩატვირთვა.




წარმატებული პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

08.03.2012
კომპანია "აი-ბი-ესი" IT მომსახურებას სთავაზობს
კომპანია „აი-ბი-ესი“ გთავაზობთ IT მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია როგორც ქსელური ისე სისტემური სერვისების მიღება. ჩვენ ვახორციელებთ კორპორატიული IT ინფრასტრუქტურის რეგულარულ მონიტორინგს და ვუზრუნველყოფთ მის მდგრადობასა და საიმედოობას.