სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ შესწავლილ პროგრამაზე ტარდება სერტიფიცირების გამოცდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

თეორიული გამოცდა ტესტის სახით არის წარმოდგენილი და მომხმარებლისთვის 30, ხოლო ადმინისტრატორისთვის 40 შეკითხვას შეიცავს. პრაქტიკულ ნაწილში საკითხების რაოდენობა პროგრამული პროდუქტების მიხედვით განსხვავებულია.

თეორიული და პრაქტიკული ტესტების მინიმალური შეფასება 80%–ს შეადგენს. სერტიფიკატის მოპოვებისთვის აუცილებელია ორივე ტესტის საერთო შედეგი  80%-ს აღემატებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ტესტის ქულა 80%-ზე დაბალია, ხოლო მეორე იმდენად მაღალი, რომ საერთო ჯამი 80%-ს აღემატება, სერტიფიკატი არ გაიცემა, რადგან თითოეულ ტესტში მინიმალური შეფასების მიღება აუცილებელია.

სერტიფიცირების გამოცდა სასწავლო კურსის ღირებულებაშია გათვალისწინებული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მსმენელი 2 ცდაზე ტესტირებას წარმატებით ვერ გაივლის, ყოველი მომდევნო გამოცდა ფასიანია.

თითოეული გამოცდის შედეგი ინახება. იმ შემთხვევაში თუ მსმენელი გამოცდაზე ერთ-ერთ ნაწილს წარმატებით ჩააბარებს, ხოლო მეორე ნაწილში საკმარის ქულას ვერ დააგროვებს, შემდეგ გამოცდაზე ის მხოლოდ იმ ნაწილს აბარებს, რომელშიც მან არასაკმარისი ქულა მიიღო.




პროექტები

სიახლეები

„აი–ბი–ესი“ ფირმა 1C-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რომლის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი დადასტურებულია
„1C: სპეციალისტისა“ და
„1C: პროფესიონალის“ სერტიფიკატებით.

კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს კომპანია „ახალი ნათება“ გადაწყვეტილება „IBS მაღაზია-საწყობით“ სარგებლობს
„IBS მაღაზია-საწყობის“ მეშვეობით „ახალი ნათების“ სავაჭრო ობიექტებს შორის შესაძლებელი გახდა ერთიანი სააღრიცხვო გარემოს უზრუნველყოფა. მაღაზიები აღჭურვილია პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებული სავაჭრო მოწყობილობებით.

16.12.2011
კომპანია „აი-ბი-ეს“-ს საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის „1С: სპეციალისტი“ ჰყავს
10 დეკემბერს კომპანია „აი-ბი-ეს“-ში „1С: სპეციალისტის“ პრესტიჟული სერტიფიკატის მისაღებად პროგრამისტებისა და ბიზნეს კონსულტანტების ატესტაცია ჩატარდა, ატესტაციაში მონაწილე ყველა თანამშრომელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჟამად “აი-ბი-ესი“ ფირმა „1C“-ის მიერ გაცემული 59 სერტიფიკატის მფლობელია.